logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანმა გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა
დავით ზალკალიანმა გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა
20:18 04.12.2020
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაერთიანებული სამეფოს ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ უენდი მორტონთან სატელეფონო საუბარი გამართა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი, ხაზი გაუსვეს საქართველოსა და გაერთანებულ სამეფოს შორის „სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებით“ წარმოქმნილი შესაძლებლობების სრულად ათვისებას. ყურადღება გამახვილდა იმ კონკრეტული მიმართულებების გაღრმავებაზე, რომელიც ორმხრივი ურთიერთობების მთავარი ფორმატის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე-7 რაუნდის ფარგლებში გამოიკვეთა.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოში არსებული ეპიდვითარება და პანდემიასთან ბრძოლის კონტექსტში, ხაზი გაუსვეს მულტილატერალური მიდგომების მნიშვნელობას. დავით ზალკალიანმა აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს მოწინავე პოზიცია COVID-19-თან გამკლავების კუთხით და მიესალმა მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციას, რომელიც დიდ ბრიტანეთში მომავალი კვირიდან დაიწყება.

ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე საკითხებისა და პოსტ-პანდემიურ გარემოში თანამშრომლობის პერსპექტიულ მიმართულებებზე საუბრის პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ ქმედებებს. ამ კონტექსტში, საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიციის მნიშვნელობას. უენდი მორტონმა, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა.

საუბარი შეეხო საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ვითარებას. ბრიტანულმა მხარემ ხაზი გაუსვა პოლიტიკური პროცესის საპარლამენტო სივრცეში გადატანის აუცილებლობას და დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისთვის პარლამენტის ეფექტიან ფუნქციონირების მნიშვნელობას.

მინისტრებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა