logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
პრემიერ-მინისტრი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის სოფლებს ესტუმრა
პრემიერ-მინისტრი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის სოფლებს ესტუმრა
10:24 18.09.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში რამდენიმე სოფელს ესტუმრა.

პრემიერი ამბროლაურის რაიონის სოფელ ჭრებალოში გაზიფიცირების სამუშაოების შედეგებს გაეცნო. მერაბიშვილმა ხვარაძეების ოჯახში გაზქურა პირველმა აანთო და მათ მთავრობის მიერ დაგეგმილ კიდევ ერთ სიახლეზე მიაწოდა ინფორმაცია. მისი განცხადებით, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს ბუნებრივი აირის სახლში შეყვანის საფასურის დაფარვა 1000 ლარიანი ვაუჩერის მეშვეობითაც შეეძლება.

მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრი ამბროლაურის რაიონის სოფელ კვარცხუთში სეტყვისგან დაზიანებული ვენახების მეპატრონეებს და ადგილობრივი ღვინის ქარხნის წარმომადგენლებს შეხვდა. მისი განცხადებით, დაზარალებული მოსახლეობა უახლოეს დღეებში მიიღებს სასურსათო დახმარების პაკეტებს, ხოლო დაზიანებულ ყურძენს ადგილობრივი ღვინის ქარხნები ჩაიბარებენ. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა დაზიანებული ყურძნის მოსავლის დროულად დაბინავებაზე. ამ მიზნით, მერაბიშვილმა ადგილობრივ გამგეობას დაავალა, დაეხმარონ სტიქიისგან დაზარალებულ მევენახეებს მოსავლის აღებაში და ტრანსპორტირებაში.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა ამბროლაურის რაიონის სოფელ ბუგეულში „ალექსანდროულის“ ღვინის ქარხანაც დაათვალიერა და ქარხნის ხელმძღვანელობას ყურძნის დროულად მიღება-გადამუშავების დეტალებზე ესაუბრა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა