საქართველოს ეროვნული მუზეუმი 19-22 სექტემბერს საერთაშორისო კონფერენციას - „რას ნიშნავს მუზეუმი დღეს? წარსულის შენარჩუნება და მომავლის შექმნა“ უმასპინძლებს.
როგორც „ნიუსპრესს“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, მუზეუმში ასევე, გამოფენა - „სამუზეუმო კუნძული ბერლინში – თბილისის სამუზეუმო უბანი. წარსულის შენარჩუნება და მომავლის შექმნა“ გაიმართება.
ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები კონფერენციისა და გამოფენის დეტალებთან დაკავშირებით, ხვალ პრესკონფერენციას გამართავენ.
პრესკონფერენციაზე ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, თბილისის გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი სტეფან ვაკვიცი და ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების გენერალური დირექტორი მიხაელ აიზენჰაუერი კონფერენციისა და გამოფენის მთავარ თემებზე ისაუბრებენ.
კონფერენციისა და გამოფენის ორგანიზატორები საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის გოეთეს ინსტიტუტი და ბერლინის სახელმწიფო მუზეუმები – პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი არიან.

















