logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თორნიკე რიჟვაძე: მინდა ამომრჩევლებს განსაკუთრებული აქტიურობისკენ მოვუწოდო, რათა ერთად ვაჩვენოთ რამდენად ღირებულია თითოეული მოქალაქის ხმა
თორნიკე რიჟვაძე: მინდა ამომრჩევლებს განსაკუთრებული აქტიურობისკენ მოვუწოდო, რათა ერთად ვაჩვენოთ რამდენად ღირებულია თითოეული მოქალაქის ხმა
12:59 20.11.2020
ბათუმში აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხელმძღვანელობდა. სხდომის დაწყებამდე გაკეთდა განცხადება 21 ნოემბრის მეორე ტურთან დაკავშირებით. თორნიკე რიჟვაძემ მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა პირველ ტურში აქტიურობისთვის და არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდა.

,,ხვალ საქართველოს 17 საარჩევნო ოლქში, ასევე აჭარაშიც ტარდება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურები, ასევე უმაღლესი საბჭოს მეორე ტურები. მინდა ამომრჩეველს მადლობა გადავუხადო იმ აქტიურობისთვის, რომელიც გამოავლინეს პირველ ტურში და ამავე დროს მოვუწოდო ხვალ განსაკუთრებული და უპრეცედენტო აქტიურობისკენ. ყველამ ერთად ვაჩვენოთ, თუ რაოდენ ღირებულია თითოეული მოქალაქის, თითოეული ამომრჩევლის ხმა.

ამომრჩევლების გარკვეულმა ნაწილმა რიგ ოპოზიციურ პარტიებს მიანიჭა შესაბამისი მანდატი, რომ ისინი წარმოდგენილი იყვნენ საკანონმდებლო ორგანოში. მნიშვნელოვანია მათი მონაწილეობა როგორც პოლიტიკურ, ასევე განსაკუთრებით საპარლამენტო ცხოვრებაში და მნიშვნელოვანია, თუ ისინი პატივს სცემენ მათ ამომრჩეველს“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ბუნებრივი ბარიერი გადალახა ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა. „ქართულმა ოცნებამ დემოკრატიული საქართველო“ უპირატესობით და ეს უმრავლესობა კიდევ უფრო გამყარდება ხვალ, მეორე ტურის შემდეგ.

,,ჩვენ გვაქვს უკვე საკმარისი მანდატები, და როგორც აჭარის უმაღლეს საბჭოს, ასევე აჭარის მთავრობის ფუნქციონირებას არანაირი სამართლებრივი რისკები არ შეექმნება. ჩვენ გავაგრძელებთ ფუნქციონირებას, მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს შესაბამისი პოლიტიკური სუბიექტი, ნაცმოძრაობა მაქვს მხედველობაში და რა თქმა უნდა ღრმად სულერთია მათი გადაწყვეტილება უმაღლეს საბჭოში შესვლასთან დაკავშირებით“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა