საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით დღეს თელავის საჯარო სკოლას ეწვია და პირველკლასელებსა და პედაგოგებს გაესაუბრა.
მიხეილ სააკაშვილმა უახლესი კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი „მომავლის კლასი“ დაათვალიერა და განაცხადა, რომ მომავალ წელს საქართველოს 800-მდე სკოლა იქნება მსგავსი ტექნიკით აღჭურვილი.
პრეზიდენტის თქმით, განათლება და ჯანდაცვა მთავარი მიმართულებებია, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

















