logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
167 ქვეყანას შორის კეთილდღეობის ინდექსში საქართველომ 53-ე ადგილი დაიკავა
167 ქვეყანას შორის კეთილდღეობის ინდექსში საქართველომ 53-ე ადგილი დაიკავა
10:45 18.11.2020
ლონდონში ორგანიზაციის “Legatum Institute” ყოველწლიური ანგარიშის “Prosperity Index 2020” ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ანგარიშში წარმოდგენილია მსოფლიოს 167 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, კეთილდღეობის ინდექსი, რომელიც მოიცავს ქვეყანაში პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოს დაცვის სფეროების შეფასებას.

2020 წლის ინდექსში საქართველომ 53-ე ადგილი დაიკავა და ანგარიშის მიხედვით, მაღალი შეფასება დაიმსახურა საინვესტიციო და ბიზნესსაქმიანობისთვის არსებული ძლიერი გარემოს გათვალისწინებით. ანგარიში ასევე ხაზს უსვამს უკანასკნელი ათწლეულის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს (2009 წელთან შედარებით 11 პოზიციით გაუმჯობესებული რეიტინგი), რომელიც განსაკუთრებულად წარმოჩენილია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

ანგარიშის პრეზენტაციას საგანგებო სტუმრის სტატუსით დაესწრო საქართველოს ელჩი სოფიო ქაცარავა, რომელიც მიესალმა ლეგატუმის ინსტიტუტის მიერ საქართველოს პროგრესის შეფასებას და თავის ვიდეო მიმართვაში ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებზე, რომლებმაც კეთილდღეობის ინდექსის გაუმჯობესება განაპირობა. „ათი წლის წინ, საქართველო, ისეთი გამოწვევების წინაშე იდგა, როგორიცაა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომი და 2009 წელს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. დღეს კი საქართველო აღიარებულია სტაბილურ, უსაფრთხო ქვეყნად, რაც თავისთავად წინაპირობაა განვითარებისა და პროგრესისთვის. დღეს საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს ერთდროულად ევროკავშირთან და ჩინეთთან. ბრიტანეთთან 2021 წლის იანვრიდან ამოქმედდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას შეგვიქმნის სვაჭრო კავშირების გასაძლიერებლად. ჩვენ მსოფლიოში აღიარებული ვართ როგორც ლიბერალური ეკონომიკისა და თავისუფალი ვაჭრობის ერთგული ქვეყნის წარმატებული მაგალითი და ეს აღიარება რეგიონალურ მასშტაბს სცდება. განსაკუთრებულად მივესალმებით ლეგატუმის ინსტიტუტის მიერ 2020 წლის კეთილდღეობის ინდექსში გასული წლების განმავლობაში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღიარებას და მთავრობის მიერ ჩატარებული რეფორმების შეფასებას დემოკრატიის კონსოლიდაციის, თანამედროვე ეკონომიკური და საინვესტიციო გარემოს შექმნისა და დასავლეთის ღირებულებებისადმი სწრაფვის გათვალისწინებით“ - განაცხადა ელჩმა.

“Prosperity Index 2020” ანგარიშში აღნიშნულია, რომ „საქართველო - გამოწვევებთან გამკლავების ერთ-ერთი დამაჯერებელი მაგალითია. გასული ორი ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში უკიდურესი სიღარიბის დონე თითქმის სამი მეოთხედით შემცირდა, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობის დონე გაიზარდა დაახლოებით 6%-ით; რეალური შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე თითქმის გასამმაგდა. ეს ტრანსფორმაცია ქვეყნის ეკონომიკის თანმიმდევრული და ფრთხილი მმართველობის შედეგია, რომელმაც 2010 წლის შემდეგ, ყოველწლიურად მშპ-ის თითქმის 5%-იანი ზრდა უზრუნველყო, ხოლო ქვეყანამ ადგილი დაიმკვიდრა ღია ეკონომიკის ინდექსის პირველ ათეულში, რადგან საქართველოს პროგრესი ღია ეკონომიკის ბევრ პრინციპს ეყრდნობა.“


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა