logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ვახტანგ მახარობლიშვილი: სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტი ხაზს უსვამს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მის სიმტკიცეს
ვახტანგ მახარობლიშვილი: სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტი ხაზს უსვამს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მის სიმტკიცეს
14:03 17.11.2020
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები მთავრობის უმაღლეს პირებთან გაიმართება.

„დღეს ორდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვევა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართება უმაღლეს დონეზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საქართველოს პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. სახელმწიფო მდივანი ასევე შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც,“- განმარტა მახარობლიშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრებისას, მხარეები განიხილავენ საქართველო-აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებულ სფეროებს, ისეთებს, როგორიცაა უსაფრთხოება და თავდაცვა, ეკონომიკური თანამშრომლობა და ვაჭრობა, ხალხთაშორისიკონტაქტები და განათლება და დემოკრატიული განვითარება, ჯანდაცვა.

„მხარეები ისაუბრებენ საქართველოში და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების სიტუაციასთან დაკავშირებით და ორ ქვეყანას შორის ამ კონტექსტში თანამშრომლობის განმტკიცების და განვითარების შესაძლებლობებსა და მიმართულებებზე.

ვიზიტის ფარგლებში ქართულ მხარეს შესაძლებლობა მიეცემა ბატონ პომპეოს მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით.

სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტი რა თქმა უნდა ხაზს უსვამს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მის სიმტკიცეს. ეს ვიზიტი ასევე ხაზს უსვამს აშშ-ს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, ისვე როგორც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას,“ - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

ვახტანგ მახარობლიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა დაგეგმილი ვიზიტის პანდემიის პირობებში განხორციელების მნიშვნელობასაც.

„ნიშანდობლივია, რომ ვიზიტი ხორციელდება გლობალური პანდემიის პირობებში. საქართველო მადლიერია იმ მხარდაჭერის, რომელიც შეერთებულმა შტატებმა გასწია და უწევს ჩვენს ქვეყანას პანდემიის დაძლევის და გამკლავებისპროცესში. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყველა დაგეგმილი ღონისძიება ვიზიტის ფარგლებში ხორციელდება პანდემიით გათვალისწინებული უსაფრთხოების შესაბამისი პროტოკოლის დაცვით“ - განაცხადა მახარობლიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა