logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ევროპის საბჭო დადებითად აფასებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის საქართველოს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას და მისი ეფექტურობას
ევროპის საბჭო დადებითად აფასებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის საქართველოს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას და მისი ეფექტურობას
11:15 17.11.2020
ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა (Moneyval) კომიტეტის მე-60 პლენარულ სხდომაზე წარმატებით დამტკიცდა საქართველოს მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიში. Moneyval-ის კომიტეტის მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიში მიმოიხილავს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის (AML/CFT) ღონისძიებებს საქართველოში და აფასებს როგორც ქვეყნის სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს ტექნიკურ შესაბამისობას ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) 40 რეკომენდაციასთან, ასევე ქვეყნის AML/CFT სისტემის მოქმედების ეფექტურობის დონეს.

მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიშში ევროპის საბჭო დადებითად აფასებს საქართველოს მიერ 2013 - 2019 წლებში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სფეროში, მათ შორის, საქართველოს მთავრობის მიერ რისკების შეფასების პირველი ეროვნული ანგარიშის დამტკიცებას და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის მიღებას, რასაც მოჰყვა ამ სფეროში კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლება და რისკებზე დამყარებული მიდგომების გაძლიერება; აგრეთვე - ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმების შემდგომი სრულყოფა.

ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის ანგარიშში შეფასებულია ამ მიმართულებებით საქართველოს მთავრობის, იუსტიციის სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს მნიშვნელობა.

ევროპის საბჭოს Moneyval-ის კომიტეტის ანგარიში პოზიტიურად აფასებს შესაბამის უწყებებში სათანადო ცოდნის არსებობას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საქართველოში არსებული რისკების შესახებ. ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო მიდგომების ეფექტურობა, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საფინანსო სექტორში ფულის გათეთრების აღმკვეთი სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის.

ევროპის საბჭოს Moneyval-ის კომიტეტის შეფასების თანახმად, საქართველოს აქვს ეფექტური სამართლებრივი და ინსტიტუციური სისტემა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების დანაშაულის გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად. Moneyval-ის კომიტეტის მაღალი შეფასება დაიმსახურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანასკნელ წლებში ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების გამოვლენისა და მათი ეფექტური გამოძიების მიმართულებით გატარებულმა ღონისძიებებმა.

ამასთან, Moneyval-ის კომიტეტის მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებს საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ინსტიტუციური და საკანონმდებლო ჩარჩოს შემდგომი სრულყოფის და საერთაშორისო რეკომენდაციების შემდგომი იმპლემენტაციის უზრუნველსაყოფად.

ევროპის საბჭოს Moneyval-ის კომიტეტი 1997 წლიდან მოქმედებს და მისი მიზანია ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტებთან ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების ეროვნული სისტემების შესაბამისობის შეფასება. საქართველო Moneyval-ის კომიტეტის წევრია 1999 წლიდან.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა