მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ ლიდერი სერგო ჯავახაძე გერმანიის ბუნდესტაგის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც „ნიუსპრესს“ ჯავახაძემ განუცხადა, შეხვედრის თემა - „ძველი თბილისი - საქართველო და რთული გზა ევროპამდე“ იყო და ამასთანავე, ეროვნული უმცირესობების საკითხიც განიხილეს.
„კარგად მოგეხსენებათ, საქართველოში ყველაზე მეტი ეროვნული უმცირეოსობაა წარმოდგენელი, მათ უმრავლესობა აზერბაიჯანელები არიან და სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრეთ. ისინი ჩვენს მხარდასაჭერად ჩამოვიდნენ საქართველოში, როგორც ევროპულ ძალასთან“- აღნიშნა ჯავახიძემ და დასძინა, რომ მათი ვიზიტი კიდევ 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მარნეულში შეხვედრით დასრულდება.
მისივე ცნობით, „სამართლიანი საქართველოსთვის“ ხვალ ბუნდესტაგის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად კონფერენციის გამართვას გეგმავს.

















