logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: პარტიებს შორის დიალოგის დაწყება პოზიტიურია, რაშიც გვაქვს მეგობრების მხარდაჭერა - ქვეყნის მტრებს სურთ, რომ ჩვენ დავიყოთ, მაგრამ „ქართული ოცნება“ მოწოდებულია გააერთიანოს საზოგადოება
არჩილ თალაკვაძე: პარტიებს შორის დიალოგის დაწყება პოზიტიურია, რაშიც გვაქვს მეგობრების მხარდაჭერა - ქვეყნის მტრებს სურთ, რომ ჩვენ დავიყოთ, მაგრამ „ქართული ოცნება“ მოწოდებულია გააერთიანოს საზოგადოება
12:48 14.11.2020
„მიუხედავად კოვიდ19-ის პანდემიისა, ორ მილიონამდე საქართველოს მოქალაქემ თავისი არჩევანი დააფიქსირა და მხარი დაუჭირა ქვეყნის შემდგომ განვითარებას, სტაბილურობას და უკეთეს მომავალს, - ჩვენ უფლება არ გვაქვს, ეჭვქვეშ დავაყენოთ ჩვენი მოქალაქეების არჩევანი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტვ ,,რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„ვფიქრობ, ძალიან პოზიტიურია, რომ დაიწყო პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი, მსურს, მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს, ვინც მონაწილეობდა ამ შეხვედრაში. ვიტყოდი, რომ იყო ძალიან კონსტრუქციული გარემო, ჩვენ შევძელით, მოგვესმინა ერთმანეთისთვის, გაგვეცვალა არგუმენტები, გვეპასუხა კითხვებზე. მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის და მეგობრის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს, ასევე, ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს, მათი მნიშვნელოვანი მხარდაჭერით ჩვენ შევძელით ის, რომ კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და დავიწყეთ საუბარი იმაზე, თუ როგორ დავაახლოვოთ ჩვენი პოზიციები. „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური პარტია, ჩვენი პოლიტიკური ლიდერები და ჩვენი გუნდი არის მოწოდებული, რომ გავაერთიანოთ საზოგადოება, გვქონდეს უფრო ძლიერი სახელმწიფო და გვქონდეს ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. სწორედ ამიტომ, ჩვენ დიდ პრიორიტეტს ვანიჭებთ დიალოგის და მოლაპარაკებების გზით საკითხების გადაჭრას.“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების ერთ-ერთი შედეგი, მოკლევადიან პერსპექტივაში, იქნება ისიც, რომ ოპოზიციამ მეორე ტურში მიიღოს მონაწილეობა.

„ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიციური პარტიები, ის პარტიები, რომლებიც მეორე ტურში გადავიდნენ მაჟორიტარულ ოლქებში, უკვე ემზადებიან მეორე ტურისთვის, მათ შტაბებში არის აქტიური სამზადისი, მოხდა სარეკლამო მასალების განახლება და მიდის მუშაობა“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

გუშინ გამართული პოლიტიკური დიალოგისას განხილული საკითხები პარლამენტის თავმჯდომარემ არ დააკონკრეტა.

„ჩვენ ყველამ პირობა დავდეთ, რომ შეთანხმებამდე არ გავასაჯაროებთ იმ საკითხებს, რაზეც იყო მსჯელობა. მე ვფიქრობ, არც საზოგადოებას არ სჭირდება დიალოგში ისეთი წარმომადგენლები, რომელთაც პირობის დაცვა არ შეუძლიათ და რომელიც თავის სიტყვას გატეხავს, ამიტომ თავს შევიკავებ“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა