logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ მე-12 სხდომა გამართა
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ მე-12 სხდომა გამართა
13:57 13.11.2020
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ მეთორმეტე სხდომა გამართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა ლორთქიფანიძე თავმჯდომარეობდა. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები; ცესკო-ს, კვალიფიციური პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, აგრეთვე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები.

კომისიის სხდომაზე მოწვეული იყვნენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები 19 პარტიის წარმომადგენლები (როგორც ეს კომისიის დებულებით და მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობით არის განსაზღვრული), ასევე, მოთხოვნის საფუძველზე მოწვევა გაეგზავნა დამატებით კიდევ 5 პარტიას. სხდომაზე დასასწრებად მოწვევა გაეგზავნათ 28 ადგილობრივი არასამთავრობო და 8 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს.

ღონისძიებაზე იმსჯელეს შესაძლო საარჩევნო დარღვევებზე, რომელთა შესახებაც მედიით გახდა ცნობილი, და მოისმინეს სახელმწიფო უწყებების მხრიდან მათზე რეაგირების თაობაზე. კომისიამ პოლიტიკურ პარტიებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, ზოგიერთ შემთხვევაში, პარტიების მიერ შესაძლო დარღვევის შესახებ მედიაში ზოგადი ინფორმაცია ვრცელდება, რის შემდეგაც ისინი აღარ აწვდიან კომისიას და შესაბამის უწყებებს შესაძლო დარღვევის შესახებ დამატებით და უფრო კონკრეტულ ინფორმაციას, რათა უწყებებმა შეძლონ ფაქტზე რეაგირება. უწყებათაშორისი კომისია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გავრცელებულ ინფორმაციას დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის უწყებებს, რაც საშუალებას აძლევს სხდომის მონაწილეებს, შესაძლო დარღვევებთან ერთად, მათზე რეაგირების შესახებაც მოისმინონ.

უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე გოჩა ლორთქიფანიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდში მიღებული ყველა რეკომენდაცია, რომელიც საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრევენციას ითვალისწინებს, ძალაშია მეორე ტურის წინა პერიოდშიც.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის ბრძანებით შეიქმნა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მისი მიზანი წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვა, არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნაა.

კომისია ხელს უწყობს დიალოგს საქართველოს მთავრობასა და არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის. ამისათვის კომისია შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევები. საარჩევნო გარემოს მონიტორინგის პროცესში კომისია შეისწავლის როგორც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ისე იმ განცხადებებს, რომლებსაც კომისიას შესაძლო დარღვევების შესახებ პოლიტიკური გაერთიანებები ან დამკვირვებელი ორგანიზაციები აწვდიან.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა