logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: თუ საქმე გინდათ, საქმე არის პარლამენტში და არა ქუჩაში, თუ წესრიგი გინდათ, წესრიგი ის არ არის, რისკენაც მოქალაქეები წააქეზეთ გუშინ
არჩილ თალაკვაძე: თუ საქმე გინდათ, საქმე არის პარლამენტში და არა ქუჩაში, თუ წესრიგი გინდათ, წესრიგი ის არ არის, რისკენაც მოქალაქეები წააქეზეთ გუშინ
12:49 10.11.2020
„ვწუხვარ, რომ ცესკო-სთან დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე მოქალაქეები დაშავდა. ეს იყო პირველ რიგში, იმ უპასუხისმგებლო ლიდერების ბრალი, რომლებმაც ეს ხალხი წააქეზეს, რომ მისულიყვნენ ცესკო-სთან, შემდეგ იქ გარკვეული ორგანიზებული ჯგუფის ხელით, ქვების და რკინის ნაჭრების გამოყენებით შეტევა განახორციელეს პოლიციის კორდონზე რაც დღეს აღიარეს პირდაპირ ეთერში“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2“- ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიციის რამდენიმე ცხელთავიანი ლიდერი, გუშინ სახელმწიფო ინსტიტუციაზე მორიგ ძალადობრივ შეტევას უძღვებოდა.

„ოპოზიციის რამდენიმე ცხელთავიანი ლიდერი, გუშინ სახელმწიფო ინსტიტუციაზე მორიგ ძალადობრივ შეტევას უძღვებოდა. ეს ის ხალხია, რომლებიც ადრეც არიან შემჩნეული ძალადობრივ ქმედებაში და პასუხისგებაშიც იყვნენ მიცემული ამის გამო. ჩვენ გვსურს საზოგადოების გაერთიანება და ეს არის შესაძლებელი მხოლოდ არჩევნების შედეგების პატივისცემით და აღიარებით - მათ სურთ, საზოგადოების დაყოფა და დაპირისპირება და ამას აკეთებენ მათ შორის, არჩევნების შედეგებზე თავდასხმით. დღეს ეთერებში ამბობდნენ ლოზუნგებს, რომ საქმის გაკეთება გვინდაო - თუ საქმე გინდათ, საქმე არის პარლამენტში და არა ქუჩაში, თუ წესრიგი გინდათ, წესრიგი ის არ არის, რისკენაც მოქალაქეები წააქეზეთ გუშინ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„გაქვთ პასუხი კითხვაზე, ცესკო-სთან რატომ წავიდნენ და ქვები რატომ ჰქონდათ მომარაგებული? ეს იყო მორიგი თავდასხმა ქვეყნის დემოკრატიუყლ ინსტიტუტებზე, საარცევნო ადმინისტრაციაზე, რომელიც ითვლის ხალხის მიერ მიცემულ ხმებს და აჯამებს არჩევნების შედეგებს. ცესკო-ზე ძალადობრივი შეტევის მიზანი, სავარაუდოდ იყო ბიულეტენების განადგურება. ღამე მოხდა ეს ყველაფერი და ბიულეტენების განადგურების შემდეგ, მაღალი ალბათობით, ეს რადიკალური ოპოზიცია გამოვიდოდა და იტყოდა, რომ ცენტრალურ ოფისში დაცული ბიულეტენები აღარ არსებობს, არჩევნები აღარ არსებობს და უნდა ჩატარდეს თავიდან“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება სამართალდამცველთა ქმედებას, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ კანონმდებლობის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც მყისიერი საფრთხე იქმნება, პოლიციას აქვს უფლება იმოქმედოს ასევე მყისიერად. შემდგომ ეპიზოდებში, თქვენ ასევე ნახეთ, რომ როდესაც მყისიერი საფრთხე განეიტრალდა, გაფრთხილებებიც ისმოდა და ეს იყო გაკეთებული ზუსტად ისე, როგორც ამას კანონი მოითხოვს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა