logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ჩვენი მიზანი და ღირებულება არის ერთიანი საზოგადოება და ძლიერი სახელმწიფო
არჩილ თალაკვაძე: ჩვენი მიზანი და ღირებულება არის ერთიანი საზოგადოება და ძლიერი სახელმწიფო
12:35 10.11.2020
„ჩვენი მიზანი და ჩვენი ღირებულება არის ერთიანი საზოგადოება, ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო და ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობებში, თუ ყველა მხარე პატივს სცემს ჩვენი მოქალაქეების არჩევანს და გადაწყვეტილებას“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ საზოგადოებას შეახსენა ის დაპირება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას მისცა - რომ მოქალაქეების მიერ გაკეთებული ნებისმიერი არჩევანი უპირობოდ იქნებოდა მისაღები.

„არ გვახსენდება არცერთი ასეთი გადაწყვეტილება, ამ დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან და არ გვახსენდება არც არჩევნების ჩატარების შემდეგაც - უფრო მეტიც, ისინი ითხოვდნენ იმ უბნების გადათვლას, სადაც მათი თქმით, ხარვეზები და საჩივრები დაფიქსირდა, ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აქ ეთერში, მინდა გითხრათ, რომ 39 ასეთი უბანი არის გადათვლილი და ეს არ არის ისე გადათვლილი, როგორც ნიკა მელია საუბრობდა, საზოგადოება შეყავდა შეცდომაში, გადათვლილი არის ისე, რომ ამ გადათვლას ესწრებოდნენ როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები, დამკვირვებლები, ცესკოს წარმომადგენლები და ხშირ შემთხვევაში, ეს გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში და ამ გადათვლის შედეგებმა დაადგინა, რომ იქ არსებითი ხასიათის ხარვეზები, რომლებსაც შეეძლო ამ უბნებზე განსხვავებული შედეგი მოეცა, პროცენტული თვალსაზრისით, არ გამოვლინდა. როცა დაიწყო გადათვლები, წინა დღეს ოპოზიცია ითხოვდა დათვლას, როგორც კი დაიწყო ცესკომ გადათვლები, ჩვენ ვნახეთ, რომ პირველ 12-ვე უბანზე, სადაც გადათვლები მიდიოდა, მათ მოაწყვეს დესტაბილიზაცია, შეტევა ცესკოზე, მაშასადამე, შეტევა დემოკრატიული არჩევნების შედეგებზე და სახელმწიფო ინსტიტუტზე, ანუ, ერთ დღეში შეცვალეს ნარატივი და თქვეს, რომ გადათვლა მათ აღარ აინტერესებთ, მათ უნდათ რიგგარეშე არჩევნები. უკაცრავად, მაგრამ რიგგარეშე არჩევნები ეს არის საკითხი, სადაც ოპოზიცია არის აბსოლუტურ ავანტიურაში შესული, ვინაიდან მათ არ დარჩათ სხვა რეალური და პრაგმატული, არცერთი რაციონალური არგუმენტი და საკუთარი დესტრუქციის გასამართლებლად ახალ-ახალ ისეთ მოთხოვნებს აყენებენ, რომელსაც არც საზოგადოება, არც სახელმწიფო, არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ ეთანხმებიან. შესაბამისად, ეს არის დესტრუქციული ხაზი“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა