logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნიკოლოზ სამხარაძე: ეუთო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში და ყველა ფუნდამენტური უფლება არჩევნებისას იყო დაცული
ნიკოლოზ სამხარაძე: ეუთო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში და ყველა ფუნდამენტური უფლება არჩევნებისას იყო დაცული
12:19 10.11.2020
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო სიის წევრის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ისინი მოუწოდებენ ოპოზიციურ პარტიებს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ მიდგომებს და საფრთხის ქვეშ არ დააყენონ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები.

"გვსურს გამოვეხმაუროთ ,,ეუთოს" სადამკვირვებლო მისიის დღევანდელ განცხადებას, რომელშიც ეუთო მოუწოდებს ერთის მხრივ დემონსტრანტებს თავი შეიკავონ ძალადობისგან და მეორეს მხრივ ხელისუფლებას, რომ უზრუნველყოს მოქალაქეების მიერ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლების დაცვა.

ეუთო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში და ყველა ფუნდამენტური უფლება არჩევნებისას იყო დაცული. მისია შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. იგი მიესალმება მოქალაქეების მიერ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენებას, თუმცა აღნიშნავს რომ ძალადობრივი ქმედებები მიუღებელია და მოთმენას არ ექვემდებარება. ეუთო მოუწოდებს დემონსტრანტებს, რომ აქციები ჩატარდეს მშვიდობიანად ხოლო პოლიციას სიფრთხილის გამოჩენისკენ.

სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი დაჟინებით მოუწოდებს ყველა მონაწილე მხარეს, დაიწყონ კონსტრუქციული დიალოგი, არსებული პოლარიზაციის დასაძლევად და ითანამშრომლონ სტაბილური პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად, ასევე გაითვალისწინონ საერთაშორისო საზოგადოების გზავნილები.

მისია მხარს უჭერს ცესკოს მიერ მართულ ინკლუზიურ პროცესს, რომელიც მიმართულია სავარაუდო საარჩევნო დარღვევების აღმოსაფხვრელად.

განცხადებაში ასევე გამოთქმულია იმედი, რომ ყველა პოლიტიკური პარტია გამოიჩენს მაქსიმალურ თავშეკავებას და პასუხისმგებლობას ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტეების შენებისა და მათ მიმართ საზოგადოებრივი ნდობის განმტკიცების მიზნით.

ჩვენ, სრულად ვიზიარებთ ამ განცხადების სულისკვეთებას და მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ მიდგომებს და საფრთხის ქვეშ არ დააყენონ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა.

ეს არის კიდევ ერთი გზავნილი საერთაშორისო საზოგადოებისგან მთელს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, რომ დაუბრუნდნენ კონსტიტუციურ, კანონიერ ჩარჩოებს" - განაცხადა სამხარაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა