logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელი შრომის კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საქმეში მიღწეულ წარმატებას მიესალმება
აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელი შრომის კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საქმეში მიღწეულ წარმატებას მიესალმება
10:34 08.11.2020
აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის (USTR) ოფისმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველომ, დასაქმებულთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების კუთხით მიღწეული შედეგების საფუძველზე, წარმატებით გაიარა GSP-ის (Generalized System of Preferences – პრეფერენციების განზოგადებული სისტემა) პროგრამის კრიტერიუმებთან შესაბამისობის განხილვის პროცედურა და ქვეყანა შეინარჩუნებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა სარგებელს. სავაჭრო წარმომადგენლის ოფისის განცხადებაში ნათქვამია: „მას შემდეგ, რაც საქართველომ 2020 წლის სექტემბერში კანონმდებლობა მიიღო, რომელიც შესაბამის პირებს უფლებამოსილებას ანიჭებს განახორციელონ დაუგეგმავი ინსპექცია და აღასრულონ საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა ეკონომიკის ყველა სექტორში, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობა ხურავს GSP პროგრამით გათვალისწინებულ დასაქმებულთა უფლებების კრიტერიუმთან საქართველოს შესაბამისობის განხილვას, რომელიც 2012 წელს დაიწყო.“

USTR-ის აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ, 2013-2020 წლებში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები დასაქმებულთა უფლებების გაუმჯობესების კუთხით. საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას სახელზე გაგზავნილ წერილში, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი, რობერტ ლაითჰაიზერი მიესალმება აღნიშნულ საკითხებზე ორ ქვეყანას შორის კონსტრუქციულ თანამშრომლობას და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, მათ შორის 2013-2020 წლებში შრომითი უფლებების დაცვის მექანიზმების აღდგენას, შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის ახალი რეგულაციების მიღებას, სრულუფლებიანი შრომის ინსპექტორატის აღდგენას და სხვა შრომითი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას, რამაც შესაძლებელი გახადა GSP-ის კრიტერიუმთან საქართველოს შესაბამისობის განხილვა ქვეყნისთვის სასიკეთო შედეგით დასრულებულიყო. რობერტ ლაითჰაიზერი აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას საკანონმდებლო ცვლილებების ეფექტიანად განხორციელების მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისის მიერ განიხილებოდა საქართველოს შესაბამისობა დასაქმებულთა უფლებების კრიტერიუმთან, რომლის რევიზიაც ამერიკის შრომის ფედერაციისა და ინდუსტრიულ ორგანიზაციათა კონგრესის (AFL-CIO) მიერ 2010 წელს წარდგენილი პეტიციის საფუძველზე დაიწყო. კერძოდ 2010 წელს, საქართველოსთვის GSP რეჟიმის შეჩერების შესახებ ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლობას აშშ–ის პროფკავშირებმა პეტიციით მიმართა. პეტიციის მომზადების მიზეზი საქართველოში მოქმედი შრომის კანონმდებლობა გახდა, რომელიც, პროფკავშირების წარმომადგენელთა თქმით, საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამებოდა ამერიკის პროფკავშირების წარმომადგენლების განცხადებით, თუ საქართველოს შრომის კოდექსის საერთაშორისო კანონმდებლობასთან დაახლოება არ მოხდებოდა, საქართველო აშშ–სთან GSP სისტემით დაწესებული სავაჭრო შეღავათებით ვეღარ ისარგებლებდა. GSP, აშშ-ის სავაჭრო პრეფერენციათა ყველაზე დიდი და ყველაზე ძველი პროგრამა, შექმნილია ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით და 119 ბენეფიციარ ქვეყანასა და ტერიტორიას შესაძლებლობას აძლევს განახორციელოს 3500 დასახელების საქონლის აშშ-ში ექსპორტი საბაჟო გადასახადის გადახდის ვალდებულების გარეშე. აღნიშნული უპირატესობის შესანარჩუნებლად ბენეფიციარი ქვეყნები უნდა აკმაყოფილებდნენ კანონით დადგენილ 15 კრიტერიუმს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა