logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული სტატისტიკის შესახებ ცესკო ინფორმაციას აქვეყნებს
მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული სტატისტიკის შესახებ ცესკო ინფორმაციას აქვეყნებს
16:13 07.11.2020
საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღეს და შემდგომ დღეებში დაახლოებით 1800 საჩივარი შევიდა. კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული საჩივრები ძირითადად პროცედურულ საკითხებს შეეხებოდა, ხოლო კენჭისყრის დღის შემდგომი საჩივრები - საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგებსა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების კანონიერებას. აღსანიშნავია, რომ საჩივრების უმეტესობა საოლქო კომისიებში პროცედურების დარღვევით იყო წარდგენილი. განხილვის შედეგების შესახებ ინფორმაცია დეტალურად მუშავდება და შემდგომში იქნება წარმოდგენილი - ამის შესახებ ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ყველა ოქმიდან, განსხვავებული აზრი წარმოდგენილი იყო მხოლოდ 4 შემთხვევაში. მცირე გამონაკლისის გარდა, შემაჯამებელ ოქმებზე ფიქსირდება კენჭისყრის დღეს უბანზე მყოფი ყველა კომისიის წევრის ხელმოწერა.

ამასთან გაცნობებთ, რომ პარლამენტის არჩევნების წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების ბიულეტენების 3.27% ბათილად იქნა ცნობილი პროპორციულ ნაწილში, ხოლო 4.15% მაჟორიტარულ ნაწილში, რაც 2016 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით პროპორციულ ნაწილში ნაკლებია 0.24%-ით, ხოლო მაჟორიტარული წესით ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით მცირედით მეტია, კერძოდ 0.04%-ით.

რაც შეეხება ინფორმაციას შედეგების გადათვლასთან დაკავშირებით. საოლქო საარჩევნო კომისიებმა სულ გადაითვალეს 19 საარჩევნო უბნის შედეგი. უმეტეს შემთხვევაში, საარჩევნო უბნების შედეგები დარჩა უცვლელი, ზოგიერთი კი, საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებით, დაზუსტდა და შეიცვალა.

მნიშვნელოვანია, რომ №27 მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ №11.27.46 საუბნო საარჩევნო კომისიის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი ბათილად ცნო, რაც, წინასწარი მონაცემებით, იწვევს ამ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურს.

დათვლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით 18 გადასატანი ყუთი დალუქულ მდგომარეობაში შევიდა საოლქო საარჩევნო კომისიებში. მათგან, 8 გადასატანი ყუთის მონაცემი დაემატა საარჩევნო უბნის შედეგებს (პროპორციული და მაჟორიტარული). 1 გადასატანი ყუთის მონაცემი საარჩევნო უბნის შედეგებს ნაწილობრივ (პროპორციული) დაემატა, ხოლო მაჟორიტარული წესით გაბათილდა. 9 გადასატანი ყუთი სრულად გაბათილდა.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ინფორმაციის განახლებასთან ერთად საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება დეტალური ინფორმაცია“ - აცხადებენ ცესკოში.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა