logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის მხრიდან მეორე ტურზე უარის თქმა არის კაპიტულაცია, როცა თავს არიდებ მომდევნო მარცხს
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის მხრიდან მეორე ტურზე უარის თქმა არის კაპიტულაცია, როცა თავს არიდებ მომდევნო მარცხს
20:23 04.11.2020

„მათ იციან წინასწარ, რომ დიდი ალბათობით წააგებენ მეორე ტურებსაც, ამიტომ თავს

იზღვევენ დღეს და ამბობენ, რომ მეორე ტურში არ მიიღებენ მონაწილეობას. ეს არის კაპიტულაცია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რადიო „იმედის“ ეთერში, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, არჩევნებში არალეგიტიმური ჩარევა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მოხდა.

„როდესაც ისინი საუბრობენ არალეგიტიმურ ჩარევაზე, რაიმე ტიპის დარღვევებზე, პირველ რიგში, არალეგიტიმური ჩარევა ამ არჩევნებში მოხდა სწორედ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. სააკაშვილი, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქე, ადამიანი, რომელიც პასუხისგებაში არის მიცემული, არის მსჯავრდებული და ძებნილი, ის ჩაერია, პრაქტიკულად, საქართველოს საარჩევნო პროცესში კანონის დარღვევით, შესაბამისად, ეს იყო ზუსტად არალეგიტიმური ჩარევა და სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ უბნებში და ცალკეულ ოქმებში დაიწყებს რაიმე დარღვევის ძებნას, პირველ რიგში, მათ უნდა შეხედონ, თავად როგორ იქცეოდნენ, როგორ ესხმოდნენ საკუთარი ტელევიზიებით თავს საზოგადოებრივ აზრს, როგორ მონაწილეობდა მათი ლიდერი უკანონოდ საარჩევნო კამპანიაში - სხვა ქვეყნის მოქალაქე სხვა ქვეყნიდან და როგორ ცდილობდნენ ისინი არჩევნების დესტაბილიზაციას წინასწარ. ვერ მიიღეს ეს შედეგი! - ეუთომ, საერთაშორისო დამკვირვებლებმა, ჩვენმა პარტნიორებმა, ევროკავშირმა, ევროპის საბჭომ და ჩვენმა მთავარმა მეგობარმა და სტრატეგიულმა პარტნიორმა, აშშ-მ, პირდაპირ თქვეს, რომ საქართველოში ჩატარდა კონკურენტული არჩევნები და ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნება მზად არის მეორე ტურისთვის.

„კანონმდებლობით ჩვენ გაწერილი გვაქვს, თუ რა უნდა მოხდეს მეორე ტურამდე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აქვს სრული საკანონმდებლო მხარდაჭერა, რომ ნებისმიერ ცალკეულ ხარვეზში გაერკვეს, გაასწოროს ეს ხარვეზი და მეორე ტურს ჩვენ შევხვდეთ ისევ კონკურენტულ გარემოში. „ქართული ოცნება“ მზად არის მეორე ტურში სამართლიან ბრძოლაში ჩაერთოს, მზად არის გაიმარჯვოს, რისთვისაც არ არის მზად „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დესტრუქციული მოკავშირეები. მათ იციან წინასწარ, რომ დიდი ალბათობით წააგებენ მეორე ტურებსაც, ამიტომ თავს იზღვევენ დღეს და ამბობენ, რომ მეორე ტურში არ მიიღებენ მონაწილეობას. ეს არის კაპიტულაცია“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა