logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: დღეს ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელსაც არ უნდა, რომ იყოს ოპოზიცია
არჩილ თალაკვაძე: დღეს ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელსაც არ უნდა, რომ იყოს ოპოზიცია
19:26 04.11.2020
„დღეს ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელსაც არ უნდა, რომ იყოს ოპოზიცია, არჩევნების შედეგების მიუხედავად და ამ ოპოზიციაში გვყავს ისეთი ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამბობს, რომ დემოკრატიული არის მხოლოდ ის არჩევნები, სადაც ისინი გაიმარჯვებენ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რადიო „იმედის“ პირდაპირ ეთერში განცხადა.

არჩილ თალაკვაძემ 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, იმისთვის, რომ საქართველოს ახალი პარლამენტო პლურალისტური, პოლიტიკურად უფრო სტაბილური და მრავალფეროვანი ყოფილიყო, მმართველმა გუნდმა ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები გაატარა.

„ეს რეფორმები გატარდა საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, შემდეგ ჩვენ შევცვალეთ საარჩევნო სისტემა - პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეცვალა საარჩევნო სისტემა. სხვა არცერთ ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ აქტიურად ითხოვდნენ მერე უკვე ასეთი ცვლილებების გატარებას, არ გაუტარებია და არ გაუკეთებია ასეთი რეფორმები. თუმცა, ოპოზიციის ეს რადიკალური ნაწილი კიდევ უფრო ღრმად შევიდა საკუთარ პოლიტიკურ ტყუილში და მათ არც ოპოზიციაში ყოფნის დროს არ დაუჭირეს მხარი ამ ცვლილებებს. შეგახსენებთ, რომ ისინი საზოგადოებას ეუბნებოდნენ გარეთ, ეთერების საშუალებით, რომ ძალიან უნდოდათ არსებითად პროპორციული სისტემა, მაგრამ როდესაც საქმე საქმეზე მიდგა პარლამენტში, მათ არც ამ კენჭისყრაზე არ დაუჭირეს მხარი ამ დემოკრატიულ ცვლილებებს. შედეგად მერე მოხდა ის, რომ, ჩვენ წინასწარ ვამბობდით, რომ ოპოზიციაში არის დესტრუქციული ძალა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანამატები, დანაყოფები, რომელთაც არ სურდათ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები და ეს მათთვის იყო მხოლოდ ლოზუნგები, სინამდვილეში ისინი არ უჭერდნენ მხარს რაიმე ტიპის გადაწყვეტილებები მიღებულიყო არჩევნებით. მათ არაერთხელ სცადეს საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით მიეღწიათ რაიმე ცვლილებისთვის ამ ქვეყანაში, თუმცა, საზოგადოებამ მაშინაც და დღესაც მკაფიოდ დააფიქსირა, რომ მას გადაწყვეტილებების მიღება სურს მხოლოდ საარჩევნო ყუთის საშუალებით. ჩვენ წინასწარ ჩავატარეთ არაერთი ბრიფინგი, სადაც ვთქვით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებდა არჩევნების დისკრედიტაციას, ეს იყო ყალბი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაცია, ეს იყო დაგეგმილი პროვოკაციები უბნებზე, ხელმოწერები, ბიულეტენები თუ სხვა ტექნიკური პოლიტიკური ტრიუკები, რაც მათ აპრობირებული ჰქონდათ წარსულში, მათ ყველაფერი დაგეგმეს იმისთვის, რომ არჩევნებისთვის როგორმე ჩრდილი მიეყენებინათ. მთავარი არის ის, რომ მიუხედავად პანდემიისა, ორ მილიონამდე ჩვენი ქვეყნის მოქალაქე მოვიდა არჩევნებზე, მათ გააკეთეს თავისი არჩევანი მიუხედავად პანდემიისა და ამით დააფიქსირა ჩვენმა საზოგადოებამ ურყევი ნება, რომ ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების პროცესი უნდა გაგრძელდეს და მხოლოდ არჩევნებით უნდა მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება. სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელსაც არ უნდა, რომ იყოს ოპოზიცია და ამ ოპოზიციაში გვყავს ისეთი ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამბობს, რომ დემოკრატიული არის მხოლოდ ის არჩევნები, სადაც ისინი გაიმარჯვებენ. სხვა არცერთ არჩევნებს ისინი დემოკრატიულად არ აღიარებენ, გახსოვთ მათი მოწოდებები შუალედურ არჩევნებში სამეგრელოში, როდესაც ამბობდნენ, რომ ქვეყანა უნდა ავადუღოთ აქედან, გახსოვთ მათი მოწოდებები, რომ ავისხათ იარაღი, გახსოვთ მათი ძალადობრივი შეტევა პარლამენტზე, შესაბამისად, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ, ეს არის ამ ხაზის გაგრძელება, ეს არის დესტრუქციული პოლიტიკური ძალა და დღეს ეს ძალა - „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ახორციელებენ პოლიტიკურ შანტაჟს სხვა პოლიტიკურ პარტიებზე. მათ აქვთ სერიოზული პრობლემა მომავლის განვითარებისთვის, ვინაიდან პირველად მოხდა, როდესაც საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის გარეშე სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, დამოუკიდებლად გადალახეს ბარიერი და შევიდნენ საქართველოს პარლამენტში. ეს ნიშნავს, რომ ისინი თუ პარლამენტში პოლიტიკურ პროცესში ჩაერთვებიან, მიიღებენ საკმაოდ სოლიდურ დაფინანსებას, 4 წლის განმავლობაში, უკეთ მოემზადებიან 2024 წლის არჩევნებისთვის“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა