logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ალექსანდრე მიშველიძე: ოპოზიციის მხრიდან ცესკოს დისკრედიტაციის მცდელობას ჯერ კიდევ არჩევნებამდე ჰქონდა ადგილი
ალექსანდრე მიშველიძე: ოპოზიციის მხრიდან ცესკოს დისკრედიტაციის მცდელობას ჯერ კიდევ არჩევნებამდე ჰქონდა ადგილი
16:23 04.11.2020
„ის რომ საერთაშორისო შეფასებების მიუხედავად, ოპოზიციური სპექტრი არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, პროგნოზირებადი იყო ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც ოპოზიციის მხრიდან ცესკოს დისკრედიტაციის მცდელობას ჰქონდა ადგილი.“- ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ალექსანდრე მიშველიძემ განაცხადა.

„2020 წლის 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები. მსგავს განცხადებას აკეთებენ საერთაშორისო დამკვირვებლები, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ფსევდო პროდასავლური ძალები მიზანმიმართულად უტევენ აშშ-ის საელჩოს საქართველოში და პირდაპირ მოუწოდებენ არჩევნების არალეგიტიმურად ცნობისაკენ.

ოპოზიციური არხის ხელმძღვანელს მაგალითად მოჰყავს აშშ-ის მაშინდელი ელჩის, რიჩარდ მაილსის, განცხადება 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მაშინ რიჩარდ მაილსი აცხადებდა, რომ აშშ საქართველოს შიდა საქმეებში არ ჩაერეოდა. დღეს, სრულიად განსხვავებული სიტუაციაა. საქართველოში არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარებაზე განცხადებებს აქვეყნებს ევროკავშირი, სადაც საუბარია, რომ ეუთო/ODIHR-ის, ასევე, ევროსაბჭოს, ნატოს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეების დამკვირვებლების შეფასებებით, საქართველოში არჩევნები მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერის მოადგილემ მაღალი შეფასება მისცა წინასაარჩევნო პერიოდში ცესკოს მუშაობას და აღნიშნა, რომ აღმოფხვრილი იყო ის ხარვეზები, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ წინა არჩევნებზე. მან იმედი გამოთქვა, რომ ახალი პარლამენტი მოახდენს საკანონმდებლო ცვლილებებს და მინიმუმამდე დაიყვანს შემდგომ არჩევნებში ხარვეზების ალბათობას.“- განაცხადა მიშველიძემ.

მისი თქმით, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია კი პირდაპირაა დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიებთან.

„მსგავსი შეფასებების ფონზე, ოპოზიციურ სპექტრს საპირწონედ მოჰყავს საქართველოში მოქმედი ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად, დაკავშირებულები არიან ზოგიერთ პოლიტიკურ გაერთიანებასთან.

ეუთო/ODIHR-ის წინასწარ შეფასებას უპირისპირებენ “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა” და სახალხო დამცველის სუბიექტურ განცხადებებს. სავარაუდოდ, მათ ავიწყდებათ, რომ “სამართლიან არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” ნინო ლომჯარია ხელმძღვანელობდა და ვითომ ორი დამოუკიდებელი სუბიექტის განცხადებები ერთ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.- ამბობს მიშველიძე.

მიაი თქმით, დღევანდელი მიცემულობით, ხელახალ არჩევნებზე საუბარი აბსურდულია.

„ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობამ “ქართულ ოცნებას” მესამე ვადით ანდო ხელისუფლება, ოპოზიცია კი მომავალი წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს.

სავარაუდოდ, განმეორებით არჩევნებზეც, მათი შედეგი რადიკალურად არ შეიცვლება და საკუთარი უპასუხისმგებლო განცხადებებით, შესაძლოა, ის ელექტორატიც დაკარგონ, რაც ჰყავთ. ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატი ითხოვს საკუთარ ხმას პარლამენტში და სწორად ამიტომ ანდო ხმა კონკრეტულ პარტიას. პარლამენტის ბოიკოტისკენ მოწოდება ოპოზიციურ სპექტრს სამომავლოდ პოლიტიკურად გააკოტრებს. - განაცხადა მიშველიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა