თბილისში, მრგვალ ბაღში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის აქცია - „ოცნების ქუჩა“ გაიმართა.
აქციის ფარგლებში მრგვალი ბაღი საჰაერო ბურთებითა და ყვავილებით მორთეს, ამასთან, ჩატარდა მუსიკალურად გაფორმებული რამდენიმე გასართობი სანახაობა.
აქცია - „ოცნების ქუჩა“ „ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა შავგულიძის მხარდასაჭერად გაიმართა.
„როდესაც ახალგაზრდებში სიახლის და ცვლილების მოლოდინია, ეს მოლოდინი აუცილებლად გამართლდება“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

















