logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი სესიაშვილი: მმართველი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში მესამე ვადით მოდის - მადლობა ნდობისთვის
ირაკლი სესიაშვილი: მმართველი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში მესამე ვადით მოდის - მადლობა ნდობისთვის
16:30 02.11.2020
„მართლაც ისტორიული შედეგია, რომ თანამედროვე საქართველოში მესამე ვადით მოდის ძალა, მმართველი პოლიტიკური ძალა, ამისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ნდობისთვის. როცა ვამბობთ, რომ ყოველმა მეორემ ხმა მისცა ქართულ ოცნებას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენმა ამომრჩეველმა ხმა მისცა სტაბილურობას, მშვიდობას, განვითარებას და არა იმას, რომ ქვეყანაში ვითარება და პოლიტიკური გარემო იცვლებოდეს რევოლუციებით. ეს დრო დასრულდა. ჩვენმა ხალხმა ისწავლა, რომ რევოლუციები არის დამღუპველი ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების შეფასებისას და კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს „ქართული ოცნების“ მიმართ გამოჩენილი დიდი ნდობისათვის.

მისი თქმით, ის რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე მესამედ გამოუცხადა ნდობა „ქართულ ოცნებას“, ეს არის როგორც ძალიან დიდი პატივი, ასევე უდიდესი პასუხისმგებლობაც.

ირაკლი სესიაშვილი ასევე მოუწოდებს ოპონენტებს, აღიარონ არჩევნების შედეგები, ვინაიდან, მისივე თქმით, ეს უპირველესად საზოგადოების, ამომრჩევლის პატივისცემაა. „ნორმალური პოლიტიკური კულტურის ნაწილია, რომ ოპოზიციამ აღიაროს თავისი მარცხი, მოსწონს ეს თუ არა. არჩევნები ბოქსი არ არის, რომ ნოკაუტით დასრულდეს. არჩევნებში ვიღაცა იგებს, ვიღაც აგებს და შემდეგში ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს. ცხადია ოპოზიციამ თავისი როლი უნდა შეასრულოს საპარლამენტო ცხოვრებაში და საერთო ჯამში მთლიანად ორიენტირებული უნდა იყოს საქმეზე, ქვეყნის განვითარებაზე“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციის პრეტენზიები, თითქოს და არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარდა, „არ შეესაბამება რეალობას და ყველაზე კარგად ამას ხედავდა ჩვენი ამომრჩეველი, რომელიც უბანზე მიდიოდა და ჰქონდა მას თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა“. მისივე თქმით, ამასვე ადასტურებს ნეიტრალური, მაღალკვალიფიციური უცხოელი დამკვირვებლების ანგარიშები და შეფასებები, რომლებშიც ცალსახადაა აღნიშნული, რომ არჩევნები იყო თავისუფალი, დაცული იყო ადამიანის ძირითადი ფუნდამენტური უფლებები.

„ეს დასკვნები იმის დასტურია, რომ ქვეყანაში არჩევნები შედგა და ეს ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია და ცხადია, ყველა პოლიტიკური ძალა პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს როგორც ამ შეფასებებს, პირველ რიგში პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს იმ ჩვენს ამომრჩეველს, რომელიც მიუხედავად კოვიდ-რისკებისა, არჩევნებზე მოვიდა, გამოხატა თავისი ნება. თუ უნდათ რომ ძალით და არევით მოვიდნენ ხელისუფლებაში ეს ასე არ გამოვა. როცა ვამბობთ, რომ ყოველმა მეორემ ხმა მისცა ქართულ ოცნებას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენმა ამომრჩეველმა ხმა მისცა სტაბილურობას, მშვიდობას, განვითარებას და არა იმას, რომ ქვეყანაში ვითარება და პოლიტიკური გარემო იცვლებოდეს რევოლუციებით. ეს დრო დასრულდა. ჩვენმა ხალხმა ისწავლა, რომ რევოლუციები არის დამღუპველი ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის. რევოლუციებს მოჰყვება სიკვდილი სისხლი, მთელი უბედურებები და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მათ მოვუწოდებ, რომ პატივი სცენ, მათ შორის, საკუთარ ამომრჩეველს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა ტვ ,,იმედის" ეთერში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა