logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ეს არის ნამდვილად ისტორიული გამარჯვება და ჩვენ უკვე მომდევნო დღეებში ვეცდებით, რომ ეს მხარდაჭერა გარდავქმნათ მომავალ წარმატებებში
არჩილ თალაკვაძე: ეს არის ნამდვილად ისტორიული გამარჯვება და ჩვენ უკვე მომდევნო დღეებში ვეცდებით, რომ ეს მხარდაჭერა გარდავქმნათ მომავალ წარმატებებში
23:50 31.10.2020
„დღეს, ჩვენმა მოქალაქეებმა, თავისი ხმა, თავისი მონაწილეობა არჩევნებში გამოიყენეს იმისთვის, რომ ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი და „ქართული ოცნება“ მომავალზე იღებს სრულ პასუხისმგებლობას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო უბნების დახურვისა და ეგზითპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ მხარდამჭერებს, ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს შს სამინისტროს, მედპერსონალსა და ეპიდემიოლოგებს დემოკრატიული არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ამ არჩევნების დამსახურებით, საქართველომ გადადგა წარმატებული ნაბიჯი უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ.

„პირველ რიგში, მთავარი დამსახურება ამ არჩევნების არის ის, რომ საქართველომ გადადგა წარმატებული ნაბიჯი უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ, რაც ნიშნავს უფრო მეტ ნდობას ჩვენი ქვეყნის მიმართ, უფრო მეტ თანამშრომლობას და მონაწილეობას ჩვენი მოქალაქეებისა ქვეყნის მართვის პროცესში, რასაკვირველია, ეს პირდაპირ აისახება დადებითად ჩვენი ქვეყნის მომავალზე“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ეს არის ისტორიული გამარჯვება და „ქართული ოცნება“ უკვე მომდევნო დღეებშივე ეცდება, რომ ეს გამარჯვება მომავალ წარმატებებად გარდაქმნას. მან ისაუბრა არსებულ გამოწვევებსა და „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მიღწეულ პროგრესზე.

„მინდა, მივულოცო „ქართული ოცნების“ თითოეულ მხარდამჭერს, ლიდერებს, ეს არის ნამდვილად ისტორიული გამარჯვება და ჩვენ უკვე მომდევნო დღეებში ვეცდებით, რომ ეს მხარდაჭერა გარდავქმნათ მომავალ წარმატებებში. კარგად გვესმის, რომ არაერთი პრობლემა რჩება ქვეყანაში, არაერთი ოჯახი რჩება, ჩვენი თანამოქალაქე რჩება, ვისაც ჭირდება სახელმწიფოს ძლიერი მხარდაჭერა და ჩვენ ამ საქმეს უკვე ხვალიდანვე შევუდგებით.

საქართველომ დაამტკიცა, რომ თუნდაც, კოვიდ პანდემიის პირობებში, შეუძლია თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერით, ამ წლების განმავლობაში, გავატარეთ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები, შევცვალეთ ქვეყნის კონსტიტუცია ევროპული ტიპის კონსტიტუციით, შევცვალეთ საარჩევნო სისტემა ისე, როგორც ვერცერთმა წინა ხელისუფლებამ ეს ვერ მოახერხა და შევძელით, ისეთი ფუნდამენტური ცვლილებების გატარება ქვეყანაში, როგორიც არის ადამიანის უფლებების სფეროში რეფორმები, ინფრასტრუქტურის განახლება, განათლების მნიშვნელოვანი რეფორმა და რაც მთავარია, საყოველთაო ჯანდაცვა, რომელმაც უზრუნველყო ჩვენთვის უსაფრთხო არჩევნების ჩატარება. დღეს, ჩვენმა მოქალაქეებმა, თავისი ხმა, თავისი მონაწილეობა არჩევნებში გამოიყენეს იმისთვის, რომ ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი და „ქართული ოცნება“ მომავალზე იღებს სრულ პასუხისმგებლობას. ჩვენ ვართ გარანტორი, რომ თავისუფლების ხარისხი, ადამიანის უფლებების დაცვა, წარმატებები საგარეო პოლიტიკაში, ეკონომიკის აღდგენა და დაბრუნება განვითარების იმ ტემპებში, რომელშიც ვიყავით, ინფრასტრუქტურის შემდგომი განახლება, რაც მთავარია, სამართლიანი ურთიერთობები სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის - ეს ყველაფერი იქნება გარანტირებული“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა