logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გიორგი ვაშაძეს სიცრუეში ადანაშაულებს
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გიორგი ვაშაძეს სიცრუეში ადანაშაულებს
14:13 31.10.2020
დღეს, 31 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ დეზინფორმაცია გაავრცელა – მისი თქმით მთაწმინდის რაიონში საარჩევნო სიაში ორი გარდაცვლილი პირი – ზვიად და ნოდარ გელოვანები დაფიქსირდა, რომლებიც წინა საარჩევნო სიაში არ იყვნენ - ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე. სააგენტომ გადაამოწმა ინფორმაცია და დადგინდა, რომ გიორგი ვაშაძის მიერ ნახსენები ორი მოქალაქე – ზვიად გელოვანი (დაბადებული 1997 წელს) და ნოდარ გელოვანი (დაბადებული 2000 წელს) ნამდვილად ცოცხლები არიან, აქვთ პირადობის დამადასტურებელი აქტიური მონაცემები და სააგენტომ მათი მონაცემები ნამდვილად გადასცა ცესკოს.

"თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ იგივე სახელით და გვარით სააგენტოს ბაზაში ასევე ფიქსირდებიან გარდაცვლილი ზვიად და ნოდარ გელოვანები, ისინი ვაშაძის მიერ გარდაცვლილად გამოცხადებული ახალგაზრდების წინაპრები იყვნენ და იგივე მისამართზე ცხოვრობდნენ. მათი გარდაცვალების ფაქტები მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებულია, შესაბამისად სააგენტოს მონაცემთა ბაზაში მათ სახელზე არც ერთი აქტიური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ირიცხება და ისინი არც ცესკოსთვის გადაცემულ სიაში ირიცხებიან. დაზუსტებისათვის, 1973 წელს დაბადებული ზვიად გელოვანი გარდაიცვალა – 1992 წელს, ხოლო 1935 დაბადებული ნოდარ გელოვანი გარდაიცვალა – 2004 წელს" - ნათქვამია განცხადებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა