logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციის მხილება არაერთხელ მოხდა
მამუკა მდინარაძე: კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციის მხილება არაერთხელ მოხდა
21:22 30.10.2020
„ხვალ, ჩვენ ქვეყანას აქვს კიდევ ერთი ტესტი ჩასაბარებელი, რომელსაც ჩვენ ჩავაბარებთ წარმატებით, იქიდან გამომდინარე, რომ იქნება ერთ-ერთი სამაგალითო, გამჭვირვალე, დემოკრატიული არჩევნები, სადაც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს დამაჯერებლად და ჩვენი პროგნოზით, „ქართული ოცნების“ შედეგი 60%-თან იქნება მიახლოებული. ეს არის ჩვენი პროგნოზი, დანარჩენს ხვალ, დემოკრატიული არჩევნების შედეგები გვიჩვენებს და ყველას, არა მხოლოდ „ქართული ოცნებას“, ჩვენ ქვეყანას, ვუსურვებ გამარჯვებას, რაშიც დარწმუნებულები ვართ, იმიტომ, რომ ეს გამარჯვება იქნება ხვალინდელი ძალიან პოზიტიური დღის წესრიგის მომასწავებელი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში სახელისუფლებო გუნდის მიერ, კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ოპოზიციის მხილება არა ერთჯერ მოხდა. „სამი დღის წინ ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, როგორ ოპერირებენ ასე ვთქვათ, „NGO“ ბაზარზე ე. წ. დამოუკიდებელი ექსპერტები თუ „NGO“-ები, (რომლებიც აქამდე ცდილობდნენ თუმცა, ახლა ვეღარ გაბედავენ ამას, იმიტომ რომ ისინი იწოდებიან სუბიექტურ დამკვირვებლებად მათ ასე უკვე თავად დაირქვეს). შემდეგ იყო ჩვენს მიერ მტკიცებულებებით მხილებული ფეისბუქ-სისტემა, სადაც ასობით და ათასობით „ფეიქ ექაუნთი“ ჩართულია დისკრედიტაციის კამპანიაში, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის დანაყოფებს ეკუთვნის, ამის შემდეგ იყო კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც ერთ-ერთი ტელევიზიის თანამშრომელმა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ასევე დაადასტურა. ამის შემდეგ, უკვე დღეს, ჩვენი მხრიდან, გახმაურებული იყო ასევე, კონკრეტული ინფორმაციები, რომელიც იმედი ვიქონიოთ არ დადასტურდება, იმიტომ, რომ ჩვენი პრევენციული სახის განცხადებები უზრუნველყოფენ იმას, რომ ისინი წესით ამას ვეღარ გაბედავენ, მაგრამ თუ გაბედავენ, ბუნებრივია, სახელმწიფოს პასუხი ამაზეც იქნება მყარი. როდესაც ვსაუბრობთ მტკიცებულებებზე, თქვენ ნახეთ, რომ არც ერთი, ჩვენს მიერ წინა დღეებში გაკეთებული განცხადება არ დარჩენილა ან მტკიცებულების ან დადასტურების გარეშე. წინა დღეებში გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა თავად აქტორების მიერ, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა