logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: ესაა ნაცმოძრაობის ხელწერა - ამ ასაკის ადამიანი რომ გამოგყავს, ამღერებ და ასეთი მორალური და ემოციური დარტყმის ქვეშ აყენებ, სამწუხაროა
გიორგი გახარია: ესაა ნაცმოძრაობის ხელწერა - ამ ასაკის ადამიანი რომ გამოგყავს, ამღერებ და ასეთი მორალური და ემოციური დარტყმის ქვეშ აყენებ, სამწუხაროა
21:06 30.10.2020
გუშინ ადამიანურად უაღრესად დამწყდა გული და გეტყვით რატომ, მეორე - ეს ჩვეულებრივი ქვეცნობიერია; ვიდრე სოციალურ მედიაში არ ატყდა ერთი ამბავი, ვერც მოიფიქრა იქ მდგომმა ერთმა ადამიანმა, გამოსულიყო და რაღაც კომენტარი გაეკეთებინა, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას „ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელ აქციაზე ბუბა კიკაბიძის მიერ „თბილისოს“ რუსულად შესრულებასთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, როდესაც სოციალურ მედიაში ატყდა ერთი ამბავი, შემდეგ დაიწყეს რაღაც უხერხული ვერსიების მოძებნა, რის გამოც ეს ქვეცნობიერია.

„ამაში დარწმუნებული ვარ. რაც შეეხება, რატომ დამწყდა გული - ბუბა კიკაბიძე არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი. ეს არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, როდესაც ცალკე აღებული ადამიანის ბედი არავის ადარდებს. ჯერ ერთი, ამ ასაკის ადამიანი იქ რომ გამოგყავს, ამღერებ, ასეთი მორალური და ემოციური დარტყმის ქვეშ აყენებ, შემდგომ რაც წლების განმავლობაში შეუქმნია, გაუკეთებია, რეპუტაცია ან ხალხის სიყვარული დაუმსახურებია, ერთ საღამოში სამწუხაროდ..... ასე ვაფასებ ამას. გუშინდელმა აქციამ, მათ შორის იქ გამომსვლელი ხალხის დონეზეც, კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ელიტების ცვლილება უნდა დაიწყოს და ეს საბჭოური პოლიტიკური ელიტა, რომელიც უკვე ქვეყანამ 30 წელია, ვერ მოიშორა, უნდა დამთავრდეს. სწორედ ამიტომ იყო მიღებული გადაწყვეტილება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, იმიტომ რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ადამიანი გამოჩნდეს პარლამენტშიც და პოლიტიკაშიც. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი - პროდასავლური კარგი დასავლური განათლებით და არა ის, რაც გუშინ ვნახეთ - რუსული ნარატივებით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა