ხუთი სახელმწიფოს - რუმინეთის, ბულგარეთის, ჩეხეთის, ლატვიისა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან იწყებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რუმინეთის, ბულგარეთის, ლატვიისა და ლიტვის მინისტრები უკვე საქართველოში იმყოფებიან, ხოლო ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი თბილისში 19.30 საათზე ჩამოვა.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ვიზიტის მიზანია საქართველოს მიმართ მეგობრული ურთიერთობის არსებობის დაფიქსირება.
ვიზიტის ფარგლებში ხვალ დილით მინისტრები ქართველ კოლეგას გრიგოლ ვაშაძეს შეხვდებიან.
სამუშაო ვიზიტისას დაგეგმილ შეხვედრებზე, ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით, საქართველოსთვის პრიორიტეტულ საკითხებზე იმსჯელებენ.

















