logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: „ქართულ ოცნებას“ კოალიცია ამჯერად არ დასჭირდება და იმედი, მაქვს, რომ 2024 წელს ოპოზიცია ცოტა გონს მოეგება
გიორგი გახარია: „ქართულ ოცნებას“ კოალიცია ამჯერად არ დასჭირდება და იმედი, მაქვს, რომ 2024 წელს ოპოზიცია ცოტა გონს მოეგება
17:42 30.10.2020
იმის გამო, რომ მსგავსი უპასუხისმგებლო ოპოზიცია გვყავს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და უკვე გავაკეთეთ იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ კოალიცია ამჯერად არ დასჭირდება და იმედი, მაქვს, რომ 2024 წელს ოპოზიცია ცოტა გონს მოეგება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ოპოზიცია თავის ქმედებებში არათანმიმდევრულია.

„ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს 8 მარტის შეთანხმება. ოპოზიციამ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხად დააყენეს პროპორციული საარჩევნო სისტემა. ადამიანებმა, რომლებმაც იბრძოლეს და გვიმტკიცებდნენ, რომ ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ და დემოკრატიული პროცესების გაძლიერებისკენ იყვნენ მოწოდებულები. ადამიანებმა, რომლებმაც იბრძოლეს უფრო პროპორციული საარჩევნო სისტემის მისაღებად და შემდგომ, 2024 წლიდან პროპორციული სისტემის. ეს ადამიანები გამოდიან და ამბობენ, რომ კოალიციას ქვეყანაში ყველაზე მსხვილ, ყველაზე რეიტინგულ ძალასთან არ შევქმნითო - სრული არათანმიმდევრულობაა. როგორი არათანმიმდევრულობაა იცით? მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არევაა. ლოგიკა არ არის. დარბოდნენ მთელ მსოფლიოში, შეაწუხეს ჩვენი პარტნიორები, უყვებოდნენ ათას ზღაპრებს, აზიანებდნენ ქვეყანას. მერე თქვეს, რომ მათ გაიმარჯვეს, მიაღწიეს პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ხვალ არჩევნები გვაქვს და დღეს რაღაცას აწერენ ხელს და ამბობენ, რომ თურმე კოალიციის შექმნის წინააღმდეგები არიან. არათანმიმდევრულობის პიკია.

იმის გამო, რომ მსგავსი უპასუხისმგებლო ოპოზიცია გვყავს, რომელიც ამას აკეთებს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და უკვე გავაკეთეთ იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ კოალიცია ამჯერად არ დასჭირდება და იმედი, მაქვს, რომ 2024 წელს ოპოზიცია ცოტა გონს მოეგება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანა ფაქტობრივად გადადის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და ეს ათწლეულების განმავლობაში ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო.

„რაც შეეხება კოალიციას, ერთი რამე უნდა გვესმოდეს - როგორც კი მმართველი პოლიტიკური ძალა თანხმდება იმაზე, რაც წლების განმავლობაში, ათწლეულების განმავლობაში ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო და ფაქტობრივად გადადის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, პროპორციული საარჩევნო სისტემა ნიშნავს პირდაპირ კოალიციის შესაძლებლობას. ყველა ის, ვინც პოლიტიკაშია ყველას ესმის, რომ მსგავს მმართველობით და პოლიტიკურ სისტემაში კოალიცია ჩვეულებრივი მოვლენაა. საბედნიეროდ, 2020 წლის არჩევნებში ჩვენ ასეთი კოალიცია არ დაგვჭირდება. რაც შეეხება 2024 წლის არჩევნებს, იქ უკვე სრულად პროპორციული სისტემა იქნება და შემდეგ ვისაუბროთ,“- განაცხადა პრემიერმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა