logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე ნაცმოძრაობაზე: ცხრაწლიანი სისხლიანი რეჟიმის ნოსტალგიის შემდეგ ასე თუ დამძიმდებოდნენ, საბჭოთა ნოსტალგია შეიპყრობდათ ნამდვილად არ მეგონა
კახა კალაძე ნაცმოძრაობაზე: ცხრაწლიანი სისხლიანი რეჟიმის ნოსტალგიის შემდეგ ასე თუ დამძიმდებოდნენ, საბჭოთა ნოსტალგია შეიპყრობდათ ნამდვილად არ მეგონა
00:25 30.10.2020
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნოდარ ტურძელაძის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ჩვენი ერთიანი გუნდი დღეს წარმოგიდგენთ ვაკის მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატს არჩევნებში, რომელიც კიდევ ერთხელ იქცევა წყალგამყოფად წარსულსა და მომავალს, უძრაობასა და განვითარებას შორის.

ეს არის არჩევნები, რომელშიც, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ მისცემს ხმას ადამიანის უფლებების დაცვის, ეკონომიკური განვითარების, ევროპული მომავლისა და მეტი კეთილდღეობის სასარგებლოდ.

დღეს ჩვენმა ოპონენტებმა გამართეს აქცია. ცხრაწლიანი სისხლიანი რეჟიმის ნოსტალგიის შემდეგ ასე თუ დამძიმდებოდნენ, საბჭოთა ნოსტალგია შეიპყრობდათ ნამდვილად არ მეგონა. თუმცა, არჩევნების წინ საბოლოო ლუსტრაცია მოახდინეს. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში ვერასდროს და არასდროს დაბრუნდება მოძალადე ხელისუფლება. ისე როგორც არასდროს დაბრუნდება „სავეცკაია გრუზია“. ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ.

ჩვენი ადგილი ევროპაშია და შემთხვევით არ არის ის, რომ ყველა რეფორმა, ყველა გადადგმული ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროპა ჰქვია.

მე, როგორც ქალაქის მერს, არ მაქვს უფლება, არ ვისაუბრო დედაქალაქში განხორციელებულ პროექტებზე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან უხვადაა. მეამაყება, რომ ჩვენი ყოველდღიური ქმედებებით, მუშაობით ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი თბილისი იყოს კეთილმოწყობილი, გამართული ინფრასტრუქტურით, ლამაზი სკვერებით, პარკებით.

არ დავიწყებ ყველა იმ პროექტის ჩამოთვლას, რაც ვაკის რაიონში განხორციელდა. თუმცა, არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციას, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ინფრასტრუქტურაში არის ახალი სიტყვა და ეს არის თანამედროვე, ევროპული პროექტი, ასეთი გვინდა იყოს თბილისი. ასე უნდა იყოს მოწესრიგებული ყველა ქუჩა, ყველა გამზირი.

ჩვენთვის არ არსებობს პრიორიტეტული უბნები და რაიონები. ჩვენთვის ყველა რაიონს, ქუჩას, გამზირს ერთნაირი მნიშვნელობა აქვს და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველაფერი გამოსწორდეს, მოწესრიგდეს.

რაც შეეხება ზოგადად პრობლემებს, რა თქმა უნდა, მე არ მერიდება არც ამაზე საუბარი და ძალიან კარგად ვიცი, თუ რამდენი პრობლემაა ქალაქში. პრობლემები, რომელიც 30 წლის განმავლობაში გროვდებოდა, მაგრამ მე, როგორც ქალაქის მერს, იმ გუნდის წარმომადგენელს, რომელსაც „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია, მაქვს ამბიცია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, ვიშრომოთ 24 საათის განმავლობაში და ღირსეულად ვუპასუხოთ იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რაც ჯერ კიდევ არსებობს ჩვენს ქალაქში, ჩვენს ქვეყანაში. ამ ყველაფერში ჩვენი ერთობა მნიშვნელოვანია.

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!" - განაცხადა კალაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა