logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო: მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო: მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან
16:22 29.10.2020
"არჩევნების მოახლოებასთან ერთად, გახშირდა ზოგიერთი დაინტერესებული პირის მიერ ცრუ ინფორმაციის გავრცელება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზებზე, რომელზე დაყრდნობითაც ცესკო ამომრჩეველთა ერთიან სიას აკომპლექტებს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნულის მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და იუსტიციის სამინისტროს მიერ მონაცემთა ერთიანი ბაზის დახვეწის კუთხით 2013 წლიდან ჩატარებული მასშტაბური სამუშაოების დაკნინებაა" - ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.

"წინასაარჩევნო პერიოდში ყველაზე მეტი დეზინფორმაცია მისამართზე რეგისტრაციის საკითხზე ვრცელდება - თითქოსდა საარჩევნოდ, მისამართებზე ხორციელდება უცხო პირების უკანონო რეგისტრაცია, რაც სხვადასხვა მედიასაშუალებისა თუ დაინტერესებული პირის მტკიცებით, ერთი და იმავე ადამიანს ხმის რამდენჯერმე მიცემის შესაძლებლობას აძლევს.

სააგენტო განმარტავს, რომ არამხოლოდ კანონითაა აკრძალული ერთი პირის ორ მისამართზე რეგისტრაცია, არამედ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ეს პრაქტიკაშიც შეუძლებელია და შესაბამისად ტყუილია იმის მტკიცება, რომ ერთი ადამიანი შეიძლება ორ მისამართზე იყოს რეგისტრირებული.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ერთი ადამიანი მხოლოდ ერთ მისამართზე შეიძლება იყოს რეგისტრირებული. აღნიშნული გარანტირებულია არა მხოლოდ კანონით, არამედ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის ბაზის პროგრამული უზრუნველყოფითაც. კერძოდ, პროგრამა რეგისტრაციის მისამართის შეცვლის შესახებ ბრძანების მიღებისას, ავტომატურად ძალადაკარგულად აფიქსირებს რეგისტრაციის ძველ მისამართს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირს გააჩნია რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ის რეგისტრირდება მხოლოდ ერთი-ერთი საცხოვრებელი ადგილის მისამართზე. შესაბამისად, სრულად დაცულია პრინციპი, რომლის თანახმადაც ერთი მოქალაქე მხოლოდ ერთ მისამართზეა რეგისტრირებული.

რაც შეეხება ერთი მისამართიდან სხვა მისამართზე გადარეგისტრირების პროცედურას - აღნიშნული პროცედურა გართულებულია სწორედ იმის გამო, რომ საარჩევნო პროცესში ჩართულ და დაინტერესებულ პირებს, მომხრეების ერთი მისამართიდან სხვა მისამართზე გადარეგისტრირებით, საარჩევნო მანიპულაციების და სპეკულაციების საშუალება არ მისცემოდათ.

მისამართზე რეგისტრაციის წესის კიდევ უფრო დახვეწის, პროცესის ზუსტად და ობიექტურად წარმართვის მიზნით, იუსტიციის სამინისტრომ კომპლექსური ღონისძიებები გაატარა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ორჯერ - 2015 წლის 11 აგვისტოს და 2020 წლის 16 ივლისს - შევიდა ცვლილებები.

კერძოდ, 2015 წელს განხორციელებული ცვლილებების შედეგად:
· რეგისტრაცია შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმ საცხოვრისის მისამართზე, რომლის მესაკუთრეც იდენტიფიცირებულია (სახელმწიფო, იურიდიული თუ ფიზიკური პირი).
· ორი ფიზიკური პირის დადასტურებით მისამართზე რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირები დაადასტურებენ, რომ დასარეგისტრირებელი პირი უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში ნამდვილად ცხოვრობდა მის მიერ მითითებულ მისამართზე.
· სავალდებულო გახდა ფიზიკური პირების მიერ ცრუ ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით შესაძლო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილების ტექსტის ხელით გადაწერა, რათა პირმა ნათლად გააცნობიეროს გაფრთხილების შინაარსი.

2020 წლის 16 ივლისს განხორციელებული ცვლილების თანახმად:
· დაზუსტდა საცხოვრებელი ადგილისა და მისამართის ცნება, რომელზეც შესაძლებელია განხორციელდეს პირის რეგისტრაცია.
· დადგინდა მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის სტანდარტი საცხოვრებელი ადგილის ფართობის შესაბამისად და განისაზღვრა, რომ მისამართზე დასარეგისტრირებელი თითოეული პირისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ფართობი არ შეიძლება იყოს 5 კვ.მ-ზე ნაკლები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დასარეგისტრირებელი პირი მესაკუთრის ოჯახის წევრია.

გარდა ამისა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახურები, რეგისტრაციის საქმისწარმოების ფარგლებში, დამატებით იკვლევენ საცხოვრებელ მისამართთან დაკავშირებულ სხვადასხვა დოკუმენტაციას. ასევე, საჭიროების შემთხვევაში ათვალიერებენ საცხოვრებელ ადგილს, რათა გამოირიცხოს პირის მიერ ისეთ მისამართზე რეგისტრაცია, რომელიც არ წარმოადგენს მის რეალურ საცხოვრებელ ადგილს. აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით, თბილისის მასშტაბით 3 000-მდე საცხოვრებელი ადგილის დათვალიერება განხორციელდა" - ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა