logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ვოლსკი: საზოგადოება მობილიზებულია, რათა არ დაუშვას ის, რასაც ჩვენი ოპონენტების გარკვეული ნაწილი გვიქადის
გიორგი ვოლსკი: საზოგადოება მობილიზებულია, რათა არ დაუშვას ის, რასაც ჩვენი ოპონენტების გარკვეული ნაწილი გვიქადის
14:08 29.10.2020
„ყველას, ვინც აქ ვსხედვართ, გვაერთიანებს ერთი ძალიან საინტერესო თვისება, რომლითაც სამწუხაროდ ყველა არ არის დაჯილდოვებული. ეს არის სათნოება, ეს არის დამოკიდებულება ქვეყნისადმი, ეს არის პატრიოტიზმი, ეს არის თავდადება და ეს არის სრული გაცნობიერება იმისა, თუ რას გვიქადის მომავალი, თუ ჩვენ გზა დავუთმეთ დესტრუქციულ ძალას. ვერ დავუთმობთ. საზოგადოების უშველებელი ნაწილი არის მობილიზებული იმისათვის, რათა არ დაუშვას ის, რასაც გვიქადის ჩვენი ოპონენტების გარკვეული ნაწილი“,-ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში გიორგი ვოლსკიმ წარდგენაზე განაცხადა.

გიორგი ვოლსკის განცხადებით, წინასაარჩევნო შეხვედრების პერიოდში ნათლად გამოჩნდა, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი გაცილებით უფრო გაიზარდა პოლიტიკურად და ემოციურად, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკური პარტია.

მისივე თქმით, ხალხს ძალიან კარგად ესმის სად არის სიმართლე და ზუსტად იციან რა არის პრობლემები ქვეყნის წინაშე მდგარი.

„ყველა შეხვედრის დროს, მე ვრწმუნდები, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი გაცილებით უფრო გაიზარდა პოლიტიკურად და ემოციურად, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკური პარტია, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი, უპასუხისმგებლო თავის ქვეყნის, თავის ქვეყნის უსაფრთხოების, მომავალი თაობისა და ბავშვების წინაშე. ძალიან კარგად გრძნობენ, რომ სადისტური მმართველობა, რომელიც იყო, არსად არ წასულა, ის ელოდება თავის ჯერს, ჩასაფრებულია და ფარისევლური ბოდიშებით უნდა თავი დააღწიოს მათზე შექმნილ საკმაოდ ობიექტურ შეხედულებას. არიან პოლიტიკური თაღლითები, რომლებიც პირდაპირ ტყუილზე არიან გადასული იმისათვის, რომ იქნებ ვინმე მოატყუონ. არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ ქაოსური სიტუაცია შექმნან და იქნებ ამ ქაოსში, ამღვრეულ წყალში გარკვეული პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ. ხალხს ძალიან კარგად ესმის სად არის სიმართლე და ზუსტად იციან რა არის პრობლემები ქვეყნის წინაშე მდგარი. ზუსტად იციან ჩუღურეთში, რომ მნიშვნელობა აქვს დიდუბის ტყე-პარკს, ზუსტად იციან, რომ საბურთალოზე საგანგებო მნიშვნელობა ექნება ცენტრალურ პარკს, რომელსაც კონკრეტული ადამიანი აშენებს. ზუსტად იციან, რომ ეს კონკრეტული ადამიანი აკეთებს ამას, ქვეყნისათვის და მისი შვილიშვილების შვილიშვილები ვერ მიიღებენ აქედან რაიმე დივიდენდს, მოგებას. ეს ყველაფერი ქვეყნისთვის კეთდება“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გიორგი ვილსკის თქმით, მადლობა, რომელსაც საზოგადოებისგან იღებენ არის მნიშნელოვანი და დასაფასებელი.

„მადლობა რომელსაც ჩვენ გავცემთ არის ძალიან მოკრძალებული და მადლობა, რომელიც საზოგადოებისგან უნდა მივიღოთ არის სწორედ ის, რაც გაგვამხნევებს, რაც ფორმაში გვამყოფებს და რაც იმ სიყვარულს შეგვინარჩუნებს, რომელიც გაგვაჩნია. ჩვენ სიყვარულით მოვდივართ, ჩვენ სათნოებით მოვდივართ, ეს არის ჩვენი პრინციპი, ეს არის ჩენი რწმენა და ვფიქრობთ ამ რწმენით და ამ პრინციპით გავიმარჯვებთ“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში გიორგი ვოლსკი საზოგადოებას პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ და თბილისის მერმა კახა კალაძემ წარუდგინეს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა