ფონდ "იავნანას" ხელმძღვანელს პაატა ბურჭულაძეს არც ერთი პოლიტიკური პარტიიდან, გაწევრინების თაობაზე, შეთავაზება არ მიუღია.
ამის შესახებ "ნიუსპრესს" ფონდ "იავნანაში" განუცხადეს.
"პაატა ბურჭულაძე პირველ მარტს სამების საკათედრო ტაძარში ლოცვას დაესწრო, სადაც, ასევე, ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა. ამ ფაქტმა გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია, რაც სრულიად უსაფუძვლოა" - აცხადებენ ფონდ "იავნანაში".
პაატა ბურჭულაძის კოლიცია "ქართულ ოცნებაში" შესაძლო გაწევრიანების თაობაზე ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ფონდ "იავნანას" ხელმძღვანელი და ბიძინა ივანიშვილი სამების ტაძარშო პატრიარქს შეხვდნენ.

















