logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გივი მიქანაძე: აღმოვაჩინეთ, რომ ათეულობით ბათუ ქუთელია გვყოლია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ დააკვირდება არჩევნებს
გივი მიქანაძე: აღმოვაჩინეთ, რომ ათეულობით ბათუ ქუთელია გვყოლია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ დააკვირდება არჩევნებს
18:22 27.10.2020
„გვინდა, რომ საზოგადოების წინაშე ყველაფერი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს არჩევნები მშვიდობიანად, მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარდეს და თითოეულ ადამიანს ჰქონდეს საშუალება, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი ნება“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, გივი მიქანაძემ ტვ “რუსთავი 2"-ის ეთერში. მისი თქმით, დემოკრატიული პროცესის ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს სადამკვირვებლო მისიების მიერ მონიტორინგის განხორციელება მიუკერძოებლად და სამართლიანად.

„ამ პროცესში მნიშვნელოვანია თითოეული დამკვირვებლის ჩართულობა. როდესაც ჩვენმა მონიტორინგის ჯგუფმა ჩაიხედა, თუ რა სიტუაცია გვქონდა კონკრეტულ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან მიმართებაში, ჩვენთვისაც გასაოცარი იყო, რომ თურმე ყოველი მეოთხე ორგანიზაცია, რომელიც ცესკო-ს მიერ დარეგისტრირდა 31ოქტომბრის არჩევნებზე დასაკვირვებლად, პირდაპირ კავშირშია სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან. საზოგადოებამ თვითონ განსაჯოს, რამდენად შეიძლება დავეყრდნოთ მათ დასკვნებს, მათ საჩივრებს.

ორგანიზაცია, რომელსაც აფუძნებს დიმიტრი შაშკინი და ორგანიზაცია, რომელსაც ამჟამად ხელმძღვანელობს მურთაზ ზოდელავა, ნეიტრალურ ანგარიშს დადებს? ან კიდევ ისინი გარკვეულ პროვოკაციებს არ მოაწყობენ და საჩივრები არ წამოვა მათგან? ორგანიზაცია, რომელშიც გამგეობის წევრებად არიან ლევან ხაბეიშვილი, პაატა მანჯგალაძე, თეონა ჭალიძე, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განშტოებები ფაქტიურად ერთმანეთთან კავშირში არიან. ეს ორგანიზაცია შეძლებს, რომ ნეიტრალური პოზიცია დაიკავოს საარჩევნო პროცესების დაკვირვებასთან მიმართებაში? კანონი მათ არ ზღუდავს. ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ ასეთ მიკერძოებულ ორგანიზაციებსაც კი აქვთ შესაძლებლობა დააკვირდნენ პროცესებს. 32 ორგანიზაციაა, რომელიც საჯარო წყაროთი იქნა მხილებული, კერძოდ საჯარო რეესტრის წყაროებით. არსებობს ანგარიში, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია, რომ კონკრეტულ პირებს აქვთ გადარიცხული კონკრეტული პარტიებისთვის შემოწირულობები ან მუშაობენ სხვადასხვა პარტიების ფრაქციებში, მათ შორის, პარლამენტის მოქმედი თანამშრომლები არიან სხვადასხვა ფრაქციებში. მათ აქვთ კონკრეტული ინტერესები და მიზანმიმართული განცხადებები გაკეთებული და ისინი პირდაპირ არიან დაკავშირებული ამ პარტიებთან. ცოტა ხნის წინ იყო ბათუ ქუთელიასთან დაკავშირებული საკითხი, როდესაც აღმოჩნდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, აწერდა ხელშეკრულებას ხელს, რომლითაც ლობისტებთან გარკვეულ გარიგებაში შედიოდნენ. დღეს კი აღმოვაჩინეთ, რომ ათეულობით ბათუ ქუთელია გვყოლია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ აკვირდება ამ არჩევნებს“, -განაცხადა გივი მიქანაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა