logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მარიამ ქვრივიშვილი: არავის მივცემთ საშუალებას, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საზოგადოების ის ღირსეული არჩევანი, რომელსაც აუცილებლად გააკეთებენ 31 ოქტომბერს
მარიამ ქვრივიშვილი: არავის მივცემთ საშუალებას, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საზოგადოების ის ღირსეული არჩევანი, რომელსაც აუცილებლად გააკეთებენ 31 ოქტომბერს
18:17 27.10.2020
„არავის მივცემთ საშუალებას, რომ ჰქონდეთ მცდელობები, შეფარვითი გზებით რაიმე სახის დესტრუქციული ქმედებები განახორციელონ და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ საზოგადოების ის ღირსეული არჩევანი, რომელსაც ისინი აუცილებლად გააკეთებენ 31 ოქტომბერს“ - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, არჩევნების უსაფრთხოდ, გამჭვირვალედ და მშვიდობიანად ჩატარება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„არჩევნების უსაფრთხოდ, გამჭვირვალედ და მშვიდობიანად ჩატარება ეს არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რადგან ეს არის საფუძველი ქვეყანაში სტაბილური და მდგრადი ეკონომიკური განვითარების. ჩვენმა კოლეგებმა ისაუბრეს იმ ძალიან მაღალი რეიტინგის შესახებ, რომელიც "ქართულ ოცნებას" გააჩნია, ჩვენ ყველას მოლოდინი გვაქვს და ასეც იქნება, რომ ჩვენი გუნდი მიიღებს ამომრჩევლის 60 პროცენტიან მხარდაჭერას, რაც გულისხმობს იმას რომ ჩვენი გუნდი იქნება 100 მანდატით და უფრო მეტით წარმოდგენილი. რაც შეეხება უშუალოდ საარჩევნო პროცესს, მოგეხსენებათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მიმდინარე პროცესში არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ამიტომ მე მოვუწოდებ ჩვენი გუნდის ყველა წევრს, საზოგადოებას, 31 ოქტომბერს გააკეთონ ღირსეული არჩევანი და მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო პროცესში“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე კოვიდ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა საერთაშორისო სტანდარტი დაცული იქნება.

„დემოკრატიული პროცესებისა და საარჩევნო პირობებში, ცესკოსთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა პოლიტიკურ ძალებთან მჭიდრო თანამშრობლობით მნიშველოვანი მისია გვექნება, რომ საარჩევნო პროცესი ჩატარდეს იზოლაციის პირობებშიც, რაც გულისხმობს საკარანტინე სივრცეებში, კოვიდ ინფიცირებულთა სასტუმროებში, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებებში ყველა იზოლაციაში მყოფ ადამიანს მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი. დარწმუნებული ვარ, საზოგადოებასთან ერთად, საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო განაცხადს გააკეთებს და 31 ოქტომბერს არჩევნებს ძალიან წარმატებულად და უსაფრთხოდ ჩავატარებთ“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა