კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გაიაზროს, რომ მისი მმართველობის დრო დასრულებულია
და არჩევნების გაყალბებაზე ფიქრი შეწყვიტოს.
„იქნებ გააცნობიერო მიშა, რომ შენი დრო დასრულებულია. კიდევ გაქვს შესაძლებლობა ჩადგე ხალხის სამსახურში თუ თავს დაანებებ აგრესიულ განცხადებებს და არჩევნების გაყალბებაზე ფიქრს“ - აღნიშნა ივანიშვილმა ტელეკომპანია „მე-9 არხის“ წინასაარჩევნო პროექტის „ხაზზეა საქართველო“-ს ეთერში.
მისი თქმით, ბოლო დროს, საქართველოში რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი უცხოური დელეგაცია იყო ჩამოსული და მათ საინტერესო პოზიციები დააფიქსირეს.
„შესაძლოა, სააკაშვილმა გააცნობიერა, რომ მას თავზე ხელს არავინ გადაუსვამს და არავინ გაუფრომებს არჩევნების გაყალბებას“ - განაცხადა კოალიციის ლიდერმა.
მისი თქმით, პრეზიდენტი სააკაშვილი თავისი როტორიკით საზოგადოების დაპირისპირებას და დანაწევრებას ცდილობს.

















