logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თეა წულუკიანი: ყველაფერი მოწმობს იმას, რომ მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ და ჩვენს გუნდს, ამომრჩევლის 60%–მდე მხარდაჭერა აქვს
თეა წულუკიანი: ყველაფერი მოწმობს იმას, რომ მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ და ჩვენს გუნდს, ამომრჩევლის 60%–მდე მხარდაჭერა აქვს
17:44 27.10.2020
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ყველა ობიექტური კვლევის თანახმად მმართველ გუნდს დაახლოებით 60 % - მდე მხარდაჭერა აქვს.

დღეს გამართულ ბრიფინგზე წულუკიანმა სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებაც ისაუბრა.

წულუკიანის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ბოლო დღეების განმავლობაში და მანამდეც, ვხედავთ გამოქვეყნებულ სხვადასხვა კვლევას. ჩვენი პარტია და თითოეული ჩვენგანი მუდმივ კონტაქტში ვართ ამომრჩეველთან. ყველაფერი მოწმობს იმას, რომ მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ და ჩვენს გუნდს, აქვს ამომრჩევლის 60%–მდე მხარდაჭერა.

რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგად იციან ჩვენმა ოპონენტებმაც და ამას აჩვენებს მათი ორგანიზებით გაკეთებული სხვადასხვა ღონისძიება, რასაც თავადაც ატარებენ და ყველამ ძალიან კარგად ვიცით მხარდამჭერების განწყობები და დათვლაც კარგად შეგვიძლია - ეს არის რეალობა.

მათ იციან, რომ არჩვევნებს აგებენ, თუმცა ჩვენი ინფორმაციით არსებობს გარკვეული სქემა, რომლის ერთ–ერთ კომპონენტზეც დღეს მინდა გესაუბროთ. ამ სქემის თანახმად, ოპოზიციური სპექტრი და მათი ზოგიერთი, ყველაზე რადიკალური წარმომადგენლები შეეცდებიან, რომ შექმნან როგორც ამჟამად ქმნიან და მანამდეც ქმნიდნენ, ცრუ ინფორმაციები, ხოლო ეს ცრუ ინფორმაციები, არჩევნების დღეს და მომდევნო დღეებში შექმნან იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა იყო საარჩევნო დარღვევები და სხვადასხვა ინსტიტუტებმა არჩევნების გამჭირვალედ ჩატარებას ვერ გაართვეს თავი და ამ ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მათ განახორციელონ გარკვეული ქმედებები. ეს სქემა არსებობს და სწორედ ამ სქემის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც ჩვენ, ხაზს ვუსვამ, ღია ინფორმაციებზე, ღია წყაროებზე დაყრდნობით, „ქართული ოცნების“ მონიტორინგის ჯგუფმა შეადგინა, მინდა დღეს წარმოგიდგინოთ.

დასაწყისისთვის, ყველას მინდა შევახსენო, რომ რამდენიმე დღის წინ, ეუთოს ODIHR-მა, გამოაქვეყნა შუალედური ანგარიში, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, ვციტირებ, რომ „საქართველოში სადამაკვირვებლო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკურ პარტიებთან არის აფილირებული“- სწორედ ამ შესავალს გავაგრძელებ.

რა თქმა უნდა, ამ კონსტატაციას ვეთანხმებით და ვიტყვი, რომ წელს, თავისთავად მისასალმებელია, რომ დამკვირვებელთა რიცხვი მინიმუმ გაორმაგებულია. თუ ჩვენ შევხედავთ საპრეზიდენტო არჩევნებს, მაშინ თქვენ გახსოვთ, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების რიცხვი იყო 60–ის ფარგლებში, უფრო კონკრეტულად 62. წელს მათი რიცხვი, ვინც რეგისტრირებული, შეადგენს 129 ორგანიზაციას. თუ გაჩნდა კითხვა, რატომ რეგისტრირდება ამდენი ორგანიზაცია, პასუხი მარტივია - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, შემოვიტანეთ მსოფლიშო ერთ–ერთი ყველაზე ლიბერალური საარჩევნო სისტემა. ამ ლიბერალური და დემოკრატიული საარჩევნო სისტემით, როგორ სარგებლობს ზოგიერთი, ახლა კონკრეტულად ამის შესახებ მინდა მოგახსენოთ.

ჩვენი ანალიზით, 129 სადამკვირვებლო ოგანიზაციიდან ერთი მეოთხედი, 32 მათგანი ან პირდაპირ არის დაკავშირებული ოპოზოციურ პარტიებთან ან მათთან ამა თუ იმ ფორმით აფილირებულია. ყველაზე მრავლად ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციები ჰყავს ნაციონალურ მოძრაობას, 20 ორგანიზაციაა ასეთი, 8 ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაცია ჰყავს ნაციონალური მორაობის ერთ-ერთ დანაყოფს „ევროპულ საქართველოს“ და ასევე არის 2 ე.წ სადამკვირვებლო ორგანიზაცაია, ასევე ნაციონალური მოძრაობის მორიგ, ერთ-ერთი დანაყოფის სახელზე, ეს არის „სტრატეგია აღმაშენებელი“. 2 ე.წ არასამთავრობო ორგანიზაცია „პატრიოტთა ალიანს“-თან არის კავშირში მყოფი.

თქვენ გადმოგეცემათ ანალიტიკური მასალა, სადაც ეს ყველაფერი დეტალურად ახსნილია, მაგრამ საზოგადოებისთვის მინდა მხოლოდ რამდენმე მაგალითი მოვიყვანო, რომლებიც ყველაზე მეტად თვალსაჩინოა და სწორედ ამ სქემის ნაწილია, ჩვენი ბრიფინგიც სწორედ ამ სქემის ამოქმედების პრევენციას ეძღვნება.

მაგალითად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს , რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, დააკვირდება ორგანიზაცია „რეფორმატორთა კლუბი“, რომლის დამფუძნებელიც არის ნაციონალური მოძრაბის სასჯელაღსრულების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ხოლო გამგეობის თავმჯდომარე ამ ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციისა დღესაც არის ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა. სწორედ ბატონი მურთაზ ზოდელავა და შაშკინი როგორც ჩანს ,, დააკვირდებიან” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და შემდეგ შემოგთავაზებენ თავიანთ ვითომ და ძალიან ნეიტრალურ შეფასებებს.

ასევე ე.წ. დამკვირვებლად რეგისტრირებულია მონიტორინგის ცენტრი „მედიატორი“, რომლის დამფუძნებელიც გახლავთ სამგორში, ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი. მე ძალიან ახლო კონტაქტი მაქვს სამგორის ამომრჩეველთან, კარდაკარის მონაწილეც გახლავართ ამ რაიონში და მინდა ვთქვა, რომ ამ კონკრეტულ კანდიდატს, ლევან ხაბეიშვილს ძალიან მწირი , თუ არ ვიტყვი არარსებული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ეს არ არის მთავარი - არჩევნების ბედს წყვეტს ხალხი, მთავარია ის, რომ ეს კანდიდატი, რომელიც არჩევნებში გამარჯვებისთვის იბრძვის, თავის თავს მიიჩნევს ასევე დამკვირვებლად, არის რეგისტრირებული დამკვირვებლად და როგორც ჩანს საკუთარი თავის არჩევას დააკვირდება და შემდეგ ,,ნეიტრალურ” შეფასებებს შემოგვთავაზებს.

ასევე ე.წ სადამკვირვებლო ორგანიზაციის „ახალი ხედვა საქართველო“ თავმჯდომარეა ნაციონალური მოძრაბის მრავალგზის შემწირველი და ბაჩო ახალაიას მხარდამჭერი, ყველასთვის ცნობილი გიგა ნასარიძე - ესეც ვითომ დამკვირვებელია, თავი რომ დავანებოთ ისეთ ცუდად ცნობილ ორგანიზაციებს, როგორებიც არიან „თავისუფალი ზონა ახალგაზრდა თაობა“ და სხვები, ვისაც ალბათ შეგვიძლია ყველაფერი დავაბრალოთ გარდა იმისა, რომ ისინი შეიძლება იყვნენ ნიტრალური დამკვირვებლები.

ამ ყველაფრით, ფაქტებით დასტურდება ის, რაც ,,ოდირმა“ უკვე თავის შეუალედურ ანგარიშში თქვა, რომ ე.წ. დამკვირვებელი ორგანიზაციების დიდი ნაწილი სწორედ ოპოზიციურ პარტიებთან და ზოგადად პარტიებთან არის აფილირებული. ასევე არის ორგანიზაცია, რომელსაც ასეთი აბსურდული სახელი აქვს - „მშვიდობის ლეგიონი ფენიქსი“, რომლის თავმჯდომარეც ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ბესიკ წერედიანია, მაგრამ ჩემი აზრით, ცალკე აღნიშვნის ღირსია სამოქალაქო პლატფორმა "2020", რომელიც 2009 წელს ყველას გახსოვთ ალბათ ,,ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბის’’ სახელით დაარსდა და სულ ახლახანს, ივლისის თვეში მიმდინარე წელს, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ბატონი ლაშა ფარულავას განცხადების საფუძველზე, ორგანიზაციამ გადაწყვიტა რომ შეეცვალა სახელი. ეს ის ორგანიზაცია იყო, ვის და მედიას კარგად გახსოვთ 2014-2016 წლებში არჩევნების დროს, სადამკვირვებლო საქმიანობაში რა თქმა უნდა ჩართულნი იყვნენ და მათი წარმომადგენლები გახსოვთ, რიგ შემთხვევებში ხელოვნურად ქმნიდნენ აჟიოტაჟს და უფრო მეტიც, ზოგიერთ უბანზე კომისიის, საარჩევნო კომისიის წევრების უფლებამოსილებებსაც კი ითავსებდნენ და ამომრჩეველს უთითებდნენ თუ რომელ კაბინაში შესულიყვნენ და როგორ მოქცეულიყვნენ, მაგრამ მათ შეიცვალეს სახელი, თითქოს და სახელის ცვლილებით შეიცვლიდნენ თავიანთ მრწამსა და საქმიანობის სტილს - წელს უკვე დაიწყეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აქტიური კრიტიკა, რადგან ამ ინსტიტუტზე უსაფუძვლო დარტყმებით, მეც მახსოვს არაერთი არჩევნების დროს უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეობისას , როგორ ცდილობდა "ნაციონალური მოძრაობა" ამ ინსტიტუტის შერყევას.

როგორც ჩანს ამ სქემის ნაწილია, რომ წელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის კრიტიკა იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, აქტიური მიმართულება. ამ ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე, ვგულისხმობ სამოქალაქო პლატფორმას "2020" , უკვე გადარქმეული ასეთი სახელით არის ვასო ურუშაძე, პროგრამული დირექტორი ლაშა ფარულავა. ეს არის ნიკა მელიასა და დავით საყვარელიძის ახლო გარემოცვა. ლაშა ფარულავა გახსოვთ 2016 წელს იყო ,,ნაციონალური მოძრაობის მცხეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე . ეს არის ადამიანი, რომელიც განსაკუთრებით რადიკალური განცხადებებით გამოირჩევა. ამ ორგანიზაციის შვილობილია მორიგი ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ ჰაბი საქართველო “ , სადაც კვლავ ურუშაძე და ფარულავა არიან გამგეობის წევრები, ხოლო „ჰაბი საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარე და ხელმძღვანელი, დიდი დამკვირვებელი გახლავთ ნაციონალური მოძრაობის „სოდის“ , (სოდი ყველას გვახსოვს რაც იყო) მაღალჩინოსნის, ერეკლე კოდუას ძმა გიორგი კოდუა, რომელიც ამ არჩევნებს მოევლინა როგორც ერთ-ერთი ყველაზე ,,მიუკერძოებელი“ დამკვირვებელი.

ასევეა ,,მოძრაობა საქართველოს-ერთობისა და გაერთიანების“ სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომლის წევრია ელენე ოზაშვილი, რომელიც 2017 წელს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი იყო და ახლა ამ არჩევნებზე იგივე ელენე ოზაშვილი გახლავთ „ევროპული საქართველოს“ პარტიულ სიაში ანუ კიდევ ერთი კანდიდატი, რომელიც საკუთარი თავის არჩევას ,,დააკვირდება“ და თუ არ მოეწონა შედეგი იტყვის, რომ გარკვეულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი და შემდეგ შეიქმნება მორიგი კასკადი ცრუ ახალი ამბებისა, ცრუ სკანდალებისა და დარღვევებისა.

რაც შეეხება სტრატეგია აღმაშენებელს - აქ გვაქვს ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაცია სახელით „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვატორია“, სადაც გამგეობის წევრები არიან სტრატეგია აღმაშენებლის პროპორციული სიის მესამე ნომერი, პაატა მანჯგალაძე, მეჩვიდმეტე ნომერი-ლაშა დიაროვი და ეს ხალხი ისევ და ისევ საკუთარი თავის არჩევას დააკვირდება და ამას ეძახიან მიუკერძოებელ სადამკვირვებლო საქმიანობას.

ბოლოს ყურადღებას შევაჩერებ სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სიტყვა ქართულზე“, რომელიც ,,პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ არჩევნების წარმართვას დააკვირდება - ესეც ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციაა და აქ არის გამგეობის წევრი , ბატონი ფრიდონ ინჯია, რომელიც ყველასთვის ცნობილია უკვე, რომ ამ არჩევნებზე პარტიული სიის, პატრიოტთა ალიანსის პროპორციული სიის მეშვიდე ნომერია და მსხვილი შემწირველი ამ პარტიისა. ეს არის რამდენიმე, ყველაზე თვალსაჩინო და მყვირალა მაგალითი იმისა, თუ როგორ სარგებლობენ „ქართული ოცნების“ მიერ შემოტანილი ლიბერალური, გამჭირვალე საარჩევნო მოდელითა და სისტემით ოპოზიციური პარტიები იმისთვის, რომ შექმნან ცრუ ამბები ვითომდა დარღვევებთან დაკავშირებით, როგორ გააკრიტიკონ უსაფუძვლოდ ის ინსტიტუტი, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია ჰქვია და რეალურად არჩევნების დღეს და მომდევნო დღეებში შექმნან მთელი კასკადი პროვოკაციებისა, რომელიც ჩვენ როგორც ვიცით ნამდვილად არის გეგმაში. ეს ანალიტიკა, რომელიც თქვენ დაგირიგდათ არის თარგმნილი, ისინი მოეწოდება ,,ოდირს“, ასევე რეალურ დამკვირვებლებს, რომლებიც მადლობა ღმერთს მრავლად არიან შიდა ბაზარზეც, შიდა სადამკვირვებლო ორგანიზაციები. მე მინდა თქვენ, მედიას ჩვენი პარტიის სახელით მოგიწოდოთ, რომ ამ ვითომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებს, როგორც საარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს და მომდევნო დღეებში განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოთ" - განაცხადა წულუკიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა