logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფლის მეურნეობის მინისტრი და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოზურგეთში ფერმერებს შეხვდნენ
სოფლის მეურნეობის მინისტრი და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოზურგეთში ფერმერებს შეხვდნენ
17:10 27.10.2020
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯაში, შპს „ბლუბერის“ კუთვნილ ლურჯი მოცვის პლანტაციაში გურიის რეგიონის ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ყურადღება იმ ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებზე გამახვილდა, რაზეც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს და დონორ ორგანიზაციებთან ერთად, დამტკიცებული სტრატეგიული გეგმის შესაბამისად მომდევნო წლების განმავლობაში იმუშავებს. ამ გეგმის შესაბამისად, დაგეგმილია სოფლის მეურნეობის მიმართულებით ფერმერების მხარდაჭერის პროგრამების გაგრძელება, ახალი პროგრამების შეთავაზება სხვადასხვა სოფლის მეურნეობის დარგების შესაბამისად. ასევე, ფერმერებისათვის სხვადასხვა საგრანტო პროგრამების შეთავაზება.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მინისტრის ყოფილი მოადგილე ხატია წილოსანი, „ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა ფერმერებთან, სადაც სოფლის მეურნეობაზე საუბრისას, ბევრი აქტუალური კითხვა დაისვა. ასევე, იყო საინტერესო ინიციატივებიც. უამრავი რამ კეთდება და ვფიქრობ რეგულარული კომუნიკაცია და მსგავსი ტიპის შეხვედრები ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს. მინდა აღვნიშნო, რომ ის საჭიროებები, ინიციატივები რაც დღეს ფერმერებს აქვთ საჭიროა მაღალი ტრიბუნიდანაც ისმოდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენი პარტიის კანდიდატი ბატონი ვასილ ჩიგოგიძე იქნება ის ადამიანი, ვინც რეგიონის პრობლემატიკას მთავრობამდე მოიტანს და მომავალში აქტუალობას არ დაკარგავს“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყვნენ ფერმერები, რომლებიც საქმიანობას სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებენ. ვისაუბრეთ განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე. ფერმერებს აუცილებლად ექნებათ ჩემი დიდი მხარდაჭერა და ეს იქნება ჩემი პრიორიტეტი მომავალშიც. ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ რეგიონში სოფლის მეურნეობის ხელშეწყობაზე“ - აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა