logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ვოლსკი: არის მცდელობა, რომ ქვეყნის სტაბილურობა შეარყიონ
გიორგი ვოლსკი: არის მცდელობა, რომ ქვეყნის სტაბილურობა შეარყიონ
13:01 25.10.2020
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკის განცხადებით, ოპოზიცია ზუგდიდში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დაინტერესებულია, ქვეყანაში არეულობა და უთანხმოება შეიქმნას და გარკვეულწილად ადგილი ჰქონდეს დესტაბილიზაციას.

„გუშინდელი ვითარება არის მხოლოდ ერთ-ერთი ეპიზოდი. გადახედეთ ზოგადად სიტუაციას, თვეებია, უკვე ამას ვამბობ. ფაქტია, უნისონში კეთდებოდა კომენტარებიც, რომ სახელმწიფოს დანაშაულია ის რაც ხდება. იქ ვიღაც ბერძენიშვილი გამოხტა, ვიღაც ადამიანები ამბობენ, რომ სახელმწიფო ვერ შედგა თურმე, რომ ადამიანმა ასეთი რამე შეძლო და როგორ გაბედა პოლიციამ და დაამთავრა ოპერაციის პირველი ფაზა მსხვერპლის გარეშე. უნისონში არის სურვილი დესტაბილიზაციისა საოკუპაციო ძალის მიერ და დესტაბილიზაცია, რომელსაც ყოველდღე ვხედავთ ამ ბანკის გარეშეც, რაც ხდება ბოლო თვეების განმავლობაში, ეს არის უნისონში. ოპერაციის პირველი ნაწილი დამთავრდა და ველოდებით მეორე ნაწილის დამთავრებას“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2"-ის ეთერში.

გიორგი ვოლსკის შეფასებით, ოპოზიცია, გამომდინარე მათ მიერ განსაკუთრებით ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებიდან, ყველაფერზე წამსვლელია, ზუგდიდის თემასაც ინტენსიურად იყენებენ პოლიტიკური სპეკულაციებისათვის და პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად.

„ვამბობ, რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან. არაფერი გამიკვირდება, არც გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადება რომ იყოს ამათი დაგეგმილი, რაშიც მე პირადად ეჭვი არ მეპარება და ბოდიშს მოვიხდი, თუ ეს ასე არ იქნება. სააკაშვილი პირდაპირ აძლევდა ინსტრუქციას, თქვენი ეთერით იყო გაშვებული, როგორ ეუბნებოდა ,,რუსთავი 2"-თან როგორ უნდა მოხდეს სისხლისღვრა, ბარიკადები და ათასი განცხადებაა. გუშინდელი განცხადება აიღეთ კიდევ, რომ არეულობა უნდა მოხდეს ქვეყანაში და რევოლუციური გზით უნდა განვითარდეს. აქედან გამომდინარე არც ის გამიკვირდება, რომ ზუგდიდის თემას პოლიტიკური სპეკულაციებისათვის ინტენსიურად იყენებენ და როგორც „სვავები“ ელოდებიან იქნებ სადმე სისხლი დაიღვაროს, რომ როგორმე ამ სისხლისღვრით რაღაც პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ. დავით გარეჯის თემის გადაფარვაც მიდის, სურვილია ყოველ შემთხვევაში. იმდენად დიდია რეზონანსი სკანდალური თემებიდან გამომდინარე, რომ რასაკვირველია, მცდელობა არჩევნების დღესაც, არჩევნების შემდეგაც იქნება სწორედ ის, რომ შეარყიონ სტაბილურობა ამ ქვეყნის“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა