logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი კახიანი: რეალობა არის ოფიციალურ სტატისტიკაში და ამ თვალსაზრისით დანაშაულთა რაოდენობა არის მნიშვნელოვნად შემცირებული
გიორგი კახიანი: რეალობა არის ოფიციალურ სტატისტიკაში და ამ თვალსაზრისით დანაშაულთა რაოდენობა არის მნიშვნელოვნად შემცირებული
15:21 23.10.2020
„ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სტატისტიკას უნდა ვენდოთ, დანაშაულთა გარკვეულ კატეგორიებზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე, ეს სტატისტიკა არის შემცირებული“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ზოგიერთი მედია საშუალების მიერ გავრცელებული იმ ინფორმაციის შეფასებისას, თითქოს კრიმინალთან დაკავშირებით არსებული რეალობა არ შეესაბამება სტატისტიკურ ინფორმაციას.

მისი თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ აშუქებს მედია ამა თუ იმ დანაშაულს.

„როდესაც გაუთავებლად ხდება დანაშაულების გაშუქება, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ბევრი საინფორმაციო გამოშვების სწორედ ეს არის - სხვადასხვა დანაშაულების გაშუქება, ცხადია ეს იმდაგვარ განცდასაც ქმნის, რომ შესაძლოა დანაშაული იყოს გაზრდილი, თუმცა ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სტატისტიკას უნდა ვენდოთ, დანაშაულთა გარკვეულ კატეგორიებზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულობებზე, ეს სტატისტიკა არის შემცირებული“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

გიორგი კახიანის განცხადებით, რეალობის შესაქმნელად ხშირად მედია საშუალებებს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, და იმ პირობებში, როდესაც მუდმივად შუქდება შემთხვევები, იქნება ეს მკვლელობის, ყაჩაღობის და ა. შ., ბუნებრივია, შესაძლოა რეალობაც ისე გამოჩნდეს, რომ სტატისტიკურად მომატებულია დანაშაული, თუმცა ამის პარალელურად არსებობს ოფიციალური სტატისტიკა და საზოგადოებამ ამ სტატისტიკას უნდა დაუჯეროს.

„ოფიციალური სტატისტიკა გულისხმობს იმას, რომ მაგალითად განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები, ისეთი როგორიც არის ყაჩაღობები, 2012 და 2019 წლებში სამჯერ უფრო ნაკლები დანაშაული არის მომხდარი ვიდრე, ვთქვათ, ეს იყო 2003-2012 წლებში. იგივე სტატისტიკა არის, მაგალითად, მკვლელობებთან, მკვლელობის მცდელობებთან მიმართებაში. დაახლოებით 2,5-ჯერ, 3-ჯერ არის ეს სტატისტიკა შემცირებული. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავუჯეროთ ამ სტატისტიკას. თუმცა ფაქტია ისიც, რომ ასეთი შემთხვევები თუ ადრე არ შუქდებოდა, დღეს ამას, განსაკუთრებით ზოგიერთი მედია საშუალება, რომლებისთვისაც როგორც ჩანს პირდაპირი ინტერესი არის ასეთი სურათის დახატვა და აპოკალიფსური სურათის შექმნა, როგორც ჩანს ამ პოლიტიკიდან გამომდინარე, სწორედ მეტი დრო ეთმობა ასეთი დანაშაულობების, ქმედებების გაშუქებას, ამიტომ შესაძლოა ვინმეს ასეთი განცდაც შეექმნას, რომ დანაშაულების სტატისტიკა არის გაზრდილი. თუმცა რეალობა არის ოფიციალურ სტატისტიკაში და ამ თვალსაზრისით დანაშაულთა რაოდენობა, ვგულისხმობ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს, მაგალითად როგორიც არის ყაჩაღობა, მკვლელობა, მკვლელობის მცდელობები, ეს სტატისტიკა არის შემცირებული. ამასთანავე, არის გარკვეული დანაშაულობები, რომელთა შემთხვევაში შესაძლოა გაზრდილიც იყოს სტატისტიკა, მაგალითად, ოჯახურ დანაშაულობებთან დაკავშირებით. ადრე შესაძლოა საერთოდ არ კეთდებოდა ასეთი სტატისტიკა ოჯახურ დანაშაულობებთან მიმართებაში, დღეს იცით, რომ ამას სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს და ამ თვალსაზრისით, აქ შესაძლოა გაზრდილიც იყოს სტატისტიკა, თუმცა რაც შეეხება ისეთ მძიმე დანაშაულებს, რომლებზეც მე უკვე ვისაუბრე, ამ ნაწილში შემცირებულია სტატისტიკა“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა