logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი OGP-ის დირექტორს: ღია მმართველობა და შექმნილ კრიზისულ ვითარებაში მაქსიმალური გამჭვირვალობა მთავრობის პრიორიტეტია
ნათია მეზვრიშვილი OGP-ის დირექტორს: ღია მმართველობა და შექმნილ კრიზისულ ვითარებაში მაქსიმალური გამჭვირვალობა მთავრობის პრიორიტეტია
15:08 23.10.2020
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა OGP-ის(Open Government Partnership) აღმასრულებელ დირექტორთან სანჯეი პრადანთან საუბრისას ღია მმართველობის საკითხები განიხილა.

ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართლ შეხვედრაზე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ღია მმართველობის პრინციპებისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულებადა ხაზი გაუსვა, რომ ინფორმაციის ღიაობა, ანგარიშვალდებულება და მაქსიმალური გამჭვირვალობა ქვეყნის მთავარ პრიორიტეტებად რჩება, განსაკუთრებით კრიზისულ ვითარებაში.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს პანდემიის დროს ღია მმართველობის მნიშვნელობაზე და განიხილეს ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ქვეყნები აღმოჩნდნენ ახალი ვითარების გათვალისწინებით. ამ მხრივ ყურადღება გამახვილდა პანდემიის დროს დეზინფორმაციის უარყოფით გავლენებზე. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, კრიზისის მართვის პირველი დღიდან საქართველოს მთავრობა მუდმივ რეჟიმში აგრძელებს საზოგადოებისთვის დროული და სანდო ინფორმაციის მიწოდებას, რათა მინიმუმამდე შემცირდეს დეზინფორმაციით გამოწვეული უარყოფითი შედეგები.

სანჯეი პრადანმა ისაუბრა პანდემიის დროს შექმნილი კრიზისული ვითარების მართვის მთავარ მახასიათებლებზე და მთავრობის მიერ გადადგმულ ეფექტურ ნაბიჯებზე. ასევე, ხაზგასმით აღნიშნა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში საზოგადოებასთან სწრაფი და მუდმივი კომუნიკაციის საჭიროება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა OGP-ის აღმასრულებელ დირექტორს ასევე ღია მმართველობის პროცესის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები გააცნო. მხარეებმა განიხილეს ახლად შექმნილი საბჭოს ორგანიზაციული მოწყობის შესაბამისობა მმართველობის მაღალ სტანდარტებთან და აღნიშნეს, რომ ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება საბჭოს მიერ შემუშავებული „ღია მმართველობა - საქართველოს“ ახალი სამოქმედო გეგმა.

ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, კრიზისული სიტუაციის შედეგად გამოწვეული დაყოვნების მიუხედავად, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია შემუშავდეს „ღია მმართველობა - საქართველოს“ ახალი სამოქმედო გეგმა, რომელიც უპასუხებს ახალ რეალობას, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მოქალაქეთა საჭიროებებს.

ნათია მეზვრიშვილმა სანჯეი პრადანს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის წევრი, მზად არის კრიზისის დაძლევის საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს პარტნიორ ქვეყნებს და წვლილი შეიტანოს ორგანიზაციის კიდევ უფრო გაძლიერებაში.

ღია მმართველობის პარტნიორობა საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც 78 ქვეყანას აერთიანებს. მისი მიზანია მთავრობათა ღიაობის, ანგარიშვალდებულებისა და მთავრობის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა