logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ანრი ოხანაშვილი: გვიპასუხონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა რა აქვთ საწინააღმდეგო, რომ გაირკვეს სიმართლე დავით გარეჯთან დაკავშირებით
ანრი ოხანაშვილი: გვიპასუხონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა რა აქვთ საწინააღმდეგო, რომ გაირკვეს სიმართლე დავით გარეჯთან დაკავშირებით
21:16 22.10.2020
ამ კითხვით მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს, რომლებმაც მას დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვეს. „შეეკითხეთ „პატრიოტ“ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამ თემაზე სპეკულირებენ. ასევე, ეთანხმებიან თუ არა ნინო კალანდაძის განცხადებას, რომელმაც თავის დროზე თქვა, რომ თურმე დავით გარეჯი არ არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი. ეთანხმებიან თუ არა მაშინდელი სხვა თანამდებობის პირების ამ განცხადებას, რომ თურმე დავით გარეჯი არ წარმოადგენდა საქართველოს, არ იყო ჩვენს შემადგენლობაში და რას ემსახურებოდა მათი ეს განცხადებები?

დამერწმუნეთ, რომ არა მაშინდელი პოლიტიკური ნება ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების, ეს პირები ამ განცხადებებს არ გააკეთებდნენ. რას ემსახურებოდა ეს განცხადებები შეთანხმებულად, მინისტრების დონეზე, მაღალი თანმდებობის პირების დონეზე, იზიარებენ თუ არა ისინი ამ განცხადებას და რა აქვთ საწინააღმდეგო, რომ ამ განცხადების საპირისპიროდ წარიმართოს გამოძიება და დადგინდეს ობიექტური მოცემულობა.

ხომ არავინ უარყოფს, რომ დავით გარეჯი ისტორიულად და კულტურულად არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი გამოხატულება.

ამის საწინააღმდეგო განცხადებები როდესაც გააკეთეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა რა აქვთ საწინააღმდეგო, რომ გაირკვეს სიმართლე, რატომ ცდილობენ ისინი ამას შეუშალონ ხელი. ამაზე გასცენ პასუხი და მერე მარტივი იქნება ვიმსჯელოთ სხვადასხვა საკითხზე“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა