საარჩევნო ბლოკ - „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ აქცია 16 სექტემბერს ლონდონში გაიმართება. როგორც „ნიუსპრესს“ ლონდონიდან ქართველმა
ემიგრანტებმა აცნობეს, აქცია პარლამენტთან ადგილობრივი დროით 16:30 საათზე დაიწყება.
ემიგრანტების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მმართველობამ, ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა და დღითიდღე სრული ტოტალიტარიზმისკენ მიიწევს.
„ცხრაწლიანი მცდელობა იმისა, რომ წაგვართვან სიტყვა, შეგვიზღუდონ თავისუფალი აზროვნება და ქართველი ხალხის, ქართული ხასიათის დეგრადაცია მოახდინონ, ჯერ კიდევ წარმატებით ხორციელდება. „ქართული ოცნების” ჩამოყალიბებამ გააჩინა იმედი, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე თავისუფალი იქნება“ - აცხადებენ ქართველი ემიგრანტები.
მათივე თქმით, „ქართული ოცნება“ სამართლიანობას დააბრუნებს, მედიას გაათავისუფლებს და ქვეყანას არა ფსევდო, არამედ რეალური ევროპული განვითარების გზაზე დააყენებს.

















