logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: თავისუფლება და დემოკრატია ის არ არის, რომ ტერორისტი ან ყაჩაღი პირდაპირ ეთერში ჩართო და მისი გზავნილები საზოგადოებას ამცნო
მამუკა მდინარაძე: თავისუფლება და დემოკრატია ის არ არის, რომ ტერორისტი ან ყაჩაღი პირდაპირ ეთერში ჩართო და მისი გზავნილები საზოგადოებას ამცნო
10:59 22.10.2020
„არ შეიძლება ასეთი საპოლიციო ღონისძიების დროს პარალელურად ჩართვები აკეთო და მოლაპარაკებები აწარმოო ტერორისტთან, ყაჩაღთან თუ თავდამსხმელთან. ერთი სიტყვაც კი შეიძლება შეიცავდეს უდიდეს რისკს კონკრეტული მძევლის სიცოცხლის ხელყოფის“, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ ტვ „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, ნიკა გვარამიას რომ კრიმინოლოგიის ერთი ფურცელი მაინც ჰქონდეს წაკითხული, შსს-ს მიმართავდა დღეს.

„მართლა თუ ვიღაც გიკავშირდება და უნდა გაახმოვანოს თავდამსხმელის გზავნილები, ელემენტარულად შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს მაინც დაუკავშირდი. ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე ისეთ აგონიაში არიან, რომ თავისთვისაც საზიანო ქმედებას სჩადიან. სადმე გაგიგიათ, აქეთ ტერორისტს თუ ყაჩაღს მძევლები ჰყავდეს აყვანილი და მეორე მხარეს პოლიტიკოსები ერთმანეთს აგინებდნენ და თან სცემდნენ ერთმანეთს? უგულავას რაც შეეხება, მის განცხადებაზე ამაზრზენი სპეკულაციური მცდელობა ხომ არ არსებობს, როცა 100% -ით იცი, რომ არავინ ჩაგანაცვლებს. გიგი უგულავა სალაპარაკო არაფერი აქვს. 50 მლნ-ს მომპარავი, სისხლის სამართლის დამნაშავეა. დაბალი წარმოდგენების არიან საკუთარ ამომრჩევლებზე. ჰგონიათ, ვინმე დაიჯერებს, იტყვის, რა ვაჟკაცია უგულავა, აგერ მძევალს ენაცვლება.

რაც შეეხება პრემიერისთვის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, კრიმინალი გაიზარდა თუ არაო, როცა ერთ მხარეს საპოლიციო ღონისძიება მიდის, არ იყო ამ კითხვის შესაფერი დრო. თუ მაინც და მაინც დღეს უნდათ პასუხი, გარანტირებულად ვამბობ, რომ 3-ჯერ და 2, 5-ჯერ არის შემცირებული ძარცვაც, ყაჩაღობაც, მკვლელობაც, რაც ინდიკატორია კრიმინოლოგიური მდგომარეობის ქვეყანაში.

თავისუფლება და დემოკრატია ის კი არ არის, რომ ტერორისტი ან ყაჩაღი პირდაპირ ეთერში ჩართო და მისი გზავნილები საზოგადოებას ამცნო. იქნებ და რას ამბობდა ის ადამიანი მეორე ადამიანის მეშვეობით პირდაპირ ეთერში? რას რისკავ? ალბათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ეს რომ მოუყვე, არ დაიჯერებენ, სანამ არ აჩვენებ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა