logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ანრი ოხანაშვილი გარეჯის საქმეზე: ნოღაიდელმა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ყველა საკითხი სააკაშვილთან თანხმდებოდა
ანრი ოხანაშვილი გარეჯის საქმეზე: ნოღაიდელმა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ყველა საკითხი სააკაშვილთან თანხმდებოდა
11:38 21.10.2020
ბატონმა ნოღაიდელმა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ყველა საკითხი სააკაშვილთან თანხმდებოდა - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით კომენტარისას განაცხადა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, „დავით გარეჯის საქმეს აქვს ორი მნიშვნელოვანი ასპექტი, ერთი არის გამოძიება, რომელიც უნდა წარიმართოს და რომელმაც უნდა გასცეს ყველა შეკითხვას პასუხი, უნდა დაველოდოთ რას იტყვის გამოძიება, საბოლოო სიტყვა ეკუთვნის შემდგომ სასამართლოს. მეორე არის პოლიტიკური პროცესი და დიპლომატიური პროცესები, რომელიც ჩვენ უნდა წარვმართოთ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსთან დიპლომატიურად, მეგობრულად, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით“.

მისი განცხადებით, მმართველი პარტია არ აპირებს ხელი შეუწყოს ამ პროცესის პოლიტიზებას, როგორც ამას აკეთებენ ნაციონალური მოძრაობა და დესტრუქციული ჯგუფები. „ჩვენ ხომ ყველა ვხვდებით, გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვები, განსაკუთრებით ნაცმოძრაობის ასეთი აჟიტირებული დამოკიდებულებისგან ამ საკითხისადმი, მათი მხრიდან ასეთი პოლიტიზებისგან, რომ მართლაც რაღაც აქვთ დაშავებული.

ჩვენ ხომ ყველა ვხვდებით ასევე იმას, რომ ორი ექსპერტის დონეზე ეს საკითხი საბოლოოდ არ გადაწყდებოდა.

ჩვენ ხომ ისიც კარგად ვიცით, რომ არა პოლიტიკური ნება 307-ე მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში სახელმწიფოს ღალატის, არ იქნებოდა ამოღებული. რომ არა პოლიტიკური ნება და რომ არა ამ საკითხების ქვეყნის უმაღლეს თანამდებობის პირთან შეთანხმება, ამ შემთხვევაში სააკაშვილთან, რაც ბატონმა ნოღაიდელმა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ყველა ეს საკითხი საბოლოოდ მასთან თანხმდებოდა. სხვა შემთხვევაში ეს საკითხები ამ ფორმით არ იქნებოდა გადაწყვეტილი.

ამიტომ ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვები, განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში გააქტიურებიდან, სახელმწიფოებრივი თემა მათ აქციეს პოლიტიკურ თემად, საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებით ცდილობენ გადაფარონ ეს თემა და ეს არის უმძიმესი რამ, როდესაც ნაციონალური მოძრაობა სახელმწიფოებრივ ინტერესებზე მაღლა აყენებს საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებს. უმძიმესია მათი ეს თვითლუსტრაცია, მათ მართლა ამ ორი ადამიანის ბედი კი არ ადარდებთ. ისინი ასეთი აქტიურობით, ასე გამალებით რაღაცის მტკიცებით კიდევ ერთხელ ყველას უღრმავებენ საფუძვლიან ეჭვებს, რომ რაღაც დააშავეს. ამას ადასტურებს ბატონი ნოღაიდელის პოზიციები, რომ ეს ყველა საკითხი თანხმდებოდა სააკაშვილთან“.

ანრი ოხანაშვილი იხსენებს იმ განცხადებებს, რომელსაც აკეთებდნენ ნინო კალანდაძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვა წარმომადგენლები, თანამდებობის პირები, მინისტრები, რომ დავით გარეჯი თურმე არ ყოფილა საქართველოს ტერიტორია, და აცხადებს, რომ ეს რომ პოლიტიკური ნება არ ყოფილიყო, ასეთი განცხადებები არ გაკეთდებოდა, 307-ე მუხლის ამოღება არ მოხდებოდა. –„თუმცა, რა თქმა უნდა ჩვენ ველოდებით გამოძიებას, რომელმაც უნდა გასცეს შეკითხვებს პასუხი. ჩვენ ველოდებით შემდგომ სასამართლოს, რომელმაც უნდა დაადგინოს პირის ან პირთა დამნაშავეობის საკითხი და რა თქმა უნდა, ჩვენ ის პოლიტიკური პროცესი, რომელიც დავიწყეთ, განსაკუთრებული სიფრთხილით, როდესაც ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობით და მაღალი კულტურით, დიპლომატიური ენით საუბრით (და არა სხვა ფორმით, როგორც ამას აკეთებდნენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები), სწორედ ამ ფორმით გავაგრძელებთ ჩვენ სვლას, რათა ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით ორ მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოს შორის მიღებული იქნეს გადაწყვეტილება მაქსიმალურად დაბალანსებულად და ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით“, -განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა