logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნინო ზამბახიძე: პირველი რაც გააჟღერა პრემიერმა იყო ის, რომ დაგვეცვა უსაფრთხოების ყველა ნორმა
ნინო ზამბახიძე: პირველი რაც გააჟღერა პრემიერმა იყო ის, რომ დაგვეცვა უსაფრთხოების ყველა ნორმა
11:35 21.10.2020
ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე უფრო სტუმარ-მასპინძლობის სექტორს დაეტყო კოვიდი და პანდემია და ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დადგა ეს მიმართულება, როგორც მსხვილი, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესები. ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც დღეს დგას, ესენია - საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადების გადავადება, ვინაიდან ძირითად შემთხვევაში სტუმარ-მასპინძლობის მსხვილი ბიზნესები სხვა პროექტებს მიღებული სტუმრებიდან და შემოსავლებიდან აფინანსებდნენ. ვინაიდან დღეს ისეთი მოცემულობაა, რომ ტურისტების ნაკლებობაა ქვეყანაში და არ არის იმდენი შემოსავალი, მოვითხოვეთ გადავადება. პირველი რაც იყო კომენტარი პრემიერისგან იყო ის, რომ დაგვეცვა უსაფრთხოების ყველა ნორმა რომელიც დღეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, მათ შორის ტურისტების,- ამის შესახებ „აჭარა ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ნინო ზამბახიზემ პრემიერ-მინისტრსა და მსხვილ დამსაქმებლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით მსგავსი სახის კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.

„თქვენ იცით, რომ „Holiday Inn”-ის სასტუმრო სწორედ მიკრო საავადმყოფოს ფუნქციას შეასრულებს იმ კოვიდ-პაციენტებისთვის, რომელთაც ნაკლებად და სუსტად აქვთ გამოვლენილი კოვიდ-დაავადება. ეს იყო ჩვენი ჯგუფის გადაწყვეტილება, რადგან ჩვენ გვქონდა კარგი გამოცდილება. პანდემიის პერიოდში სასტუმრო გახლდათ კოვიდის ზონა, სადაც შეგვეძლო კარანტინში მიგვეღო ადამიანები და დღეს უკვე ამ სასტუმრომ შეიძინა მსუბუქი ფორმის კოვიდინფიცირებულების მიღების სერვისიც. ეს ჩვენის მხრივ, როგორც ბიზნესისთვის ძალიან კარგია და ამავდროულად კომფორტულ ზონას უქმნის ადამიანებს, რომელთაც უსიმპტომოდ ან სუსტად აქვთ ეს დაავადება გამოვლენილი და არ შეუძლიათ თვითიზოლაციაში წასვლა, მათ საშუალება აქვთ, კომფორტულ გარემოში გადაიტანონ ეს დაავადება. აქაც მნიშვნელოვანია სოციალური და კორპორაციული პასუხისმგებლობა. ჩვენ ის გამოწვევები რაც გვქონდა გავაჟღერეთ და მივიღეთ პირობა, რომ სამუშაო რეჟიმში შევალთ, დაითვლიან, როგორ შეიძლება რომ საშემოსავლოს ნაწილი გადავადდეს, როგორ შეიძლება ქონების ნაწილი გადავადდეს, როდემდე და შემდეგ უკვე გვექნება ისევ კომუნიკაცია,“ - განაცხადა ნინო ზამბახიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა