საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ 21-ე საუკუნეში საქართველო თავის სიმდიდრეს ვეღარ უვლის და ინფრასტრუქტურის
მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურებულია.
ამის შესახებ ივანიშვილმა ახალციხეში „ქართული ოცნების“ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ბორჯომის უნიკალურობასა და მნიშვნელობაზე მთელი მსოფლიო თანხმდება.
მისი თმით, ბორჯომის წყალი 100 წელზე მეტია საერთაშორისოდ აღიარებაულია, რადგან როცა საქართველო ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების ნაწილი იყო, მის დემოკრატიაზე მსჯელობისას ბორჯომს ქვეყნის ეკონომიკის გადამრჩენად ასახელებდნენ.
„რა თქმა უნდა, მსგავსი შეფასება რომანტიკული და გულუბრყვილო იყო, მაგრამ იმას ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ ბუნებრივ სიმდიდრეს ვერ მოვუვლიდით და ვერ გამოვიყენებდით, რომ ადგილობრივი მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაში არ ჩავარდნილიყო“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, 21-ე საუკუნეში ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი მთლიანად გაპარტახებული და მოშლილია, ხოლო ნაწილი მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ მიითვისა.
„რომანოვების უნიკალური სასახლე სააკაშვილის და მისი ოჯახის პირადი საკუთრებაა. მას სულაც არ ადარდებს, რომ სასახლე კულტურული მნიშვნელობის ძეგლია. ასე აქვს მითვისებული მთელი საქართველო და ამიტომაა ასე რომ ებღაუჭება ძალაუფლებას“ - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ „ქართული ოცნება“ ამას 1 ოქტომბერს დაასრულებს.
ივანიშვილმა ადგილობრივებს გამარჯვებისთვის მომზადებისკენ მოუწოდა.

















