ჩვენ უკვე სტრუქტურირებული გვაქვს მიდგომა, როგორ უნდა მისცენ არჩევნებში ხმა ჩვენმა
მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ მისცეს ხმა უსაფრთხო გარემოში.
ჩვენ უკვე სტრუქტურირებული მიდგომა გვაქვს, როგორ უნდა მისცენ არჩევნებში ხმა ჩვენმა ინფიცირებულმა მოქალაქეებმა საავადმყოფოებში, საკარანტინე სივრცეებში, ან თვითიზოლაციაში მყოფებმა, ეს სისტემა დალაგებულია და უკვე შეთანხმებულია ცესკოსთან. ამ სისტემაზე იმუშავა ერთად შტაბმა და ცესკომაც. ჩვენს ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, რომ მისცეს ხმა უსაფრთხო გარემოში. უსაფრთხოებას როდესაც ვამბობ, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ ვირუსს“, - აღნიშნა პრემიერმა.

















