logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ახალციხეში მიმდინარე აქციაზე ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა
ახალციხეში მიმდინარე აქციაზე ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა
17:26 15.09.2012
საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო აქცია ახალციხეში მიმდინარეობს. მოსახლეობას სიტყვით ბლოკის ლიდერმა  ბიძინა ივანშვილმა მიმართა, რომელმაც ადგილობრივებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.

მისი თქმით, არჩევნებს, ძირითადად მაჟორიტარები იგებენ და მოსახლეობამ გარდა იმისა, რომ კოალიციას უნდა დაუჭიროს მხარი, ასევე, კარგად უნდა გააცნობიეროს, ვინ არიან მათი რაიონების კანდიდატები.

ივანიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იურისტი და სამართალმცოდნე გედევან ფოფხაძეა.

„ის ბორჯომელია და თავისი კუთხის პრობლემებს კარგად იცნობს. კარგად იცის მშობლიური ქალაქის გასაჭირი“ - განაცხადა ივანიშვილმა.

ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად თემურ მაისურაძე იბრძოლებს. ივანიშვილის თქმით, მაისურაძემ ზეინკალ-შემდუღებლიდან, საწარმოს დირექტორობამდე მიაღწია და კარგი გამოცდილება აქვს.

„ქართული ოცნების“ ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალბერტ ნურბეკიანია. ივანიშვილის შეფასებით, ნინოწმინდის მოსახლეობაზე ხელისუფლება ძალადობს, სადაც უმეტესად ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენ.

„ამდენ ხანს ოფისის დაქირავება ვერ მოვახერხეთ ნინოწმინდაში ისეთი ძალადობაა, მაგრამ ბოლოს ჩვენ ეს მაინც მოვახერხეთ, ოფისიც დავიქირავეთ და ძალიან კარგი კანდიდატიც შევარჩიეთ“ - აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ნინოწმინდაში ძირითადად, ხელისუფლების კანდიდატი იმარჯვებდა, მაგრამ ახლა სხვანაირი პრეცედენტი უნდა შეიქმნას.

მისი თქმით, ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბიძინა გუჯაბიძეა, რომელიც პროფესიით იურისტია. ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კი - ნორიკ კარაპეტიანია.

„ახალქალაქშიც იგივე სიტუაცია იყო, როგორც ნინოწმინდაში, მაგრამ ეს ვითარება შეცვალა. შესაძლებელია, რომ ახალქალაქშიც ოპოზიციის წარმომადგენელმა გაიმარჯვოს“ - აღნიშნა ივანიშვილმა.

ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კი, ივანიშვილის განცხადებით, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი გურამ კუტალაძეა.

ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას „ქართული ოცნების“ კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.










FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა