logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: საქართველო მზად არის, რომ ჩაატაროს კიდევ ერთი დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნები უკვე არსებითად პროპორციული სისტემით
არჩილ თალაკვაძე: საქართველო მზად არის, რომ ჩაატაროს კიდევ ერთი დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნები უკვე არსებითად პროპორციული სისტემით
22:39 18.10.2020
„დღეს საქართველო მზად არის, რომ ჩაატაროს კიდევ ერთი დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნები უკვე არსებითად პროპორციული სისტემით და ეს საარჩევნო სისტემა თქვენ გაძლევთ საშუალებას, მოიპოვოთ უფრო ძლიერი დემოკრატიული კონტროლი თქვენს ხელისუფლებაზე, მიიღოთ უფრო აქტიური მონაწილეობა სახელმწიფოს მართვის პროცესში, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში და უფრო მეტად ჩაერთოთ თქვენი ქვეყნის აღმშენებლობაში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სენაკში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ხახუბია წარადგინა.

არჩილ თალაკვაძემ შეკრებილებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა შეახსენა.

მისი თქმით, დღეს საქართველოს განვითარების მნიშვნელოვანი პერსპექტივა აქვს და ამისთვის მას თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება სჭირდება.

„თქვენი მხარდაჭერით, ამ წლების განმავლობაში ჩვენ შევძელით მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება და შევძელით, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის მომავალზე ორიენტირებული ისე, როგორც არასდროს. დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს განვითარების მნიშვნელოვანი პერსპექტივა და ევროპულ ოჯახში დაბრუნების, იქ სრულფასოვანი ადგილის მოპოვების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. ამისთვის ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების ჩატარება, რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოს, რომ კიდევ ერთი დამაჯერებელი ნაბიჯი გადადგას დემოკრატიის გაძლიერებისკენ. ძლიერი დემოკრატია თავისთავად ნიშნავს მეტ უსაფრთხოებას, უფრო სტაბილურ სახელმწიფო ინსტიტუტებს, მეტ ნდობას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ინვესტორების მხრიდან ნდობას და ეს თავისთავად უკვე კავშირშია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასთან და თითოეული ოჯახის, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობასთან. სწორედ ამისთვის ჩვენ გავატარეთ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები და დღეს საქართველო მზად არის, რომ ჩაატაროს კიდევ ერთი დემოკრატიული თავისუფალი არჩევნები უკვე არსებითად პროპორციული სისტემით. ეს საარჩევნო სისტემა თქვენ გაძლევთ საშუალებას, რომ მოიპოვოთ უფრო ძლიერი დემოკრატიული კონტროლი თქვენს ხელისუფლებაზე, მიიღოთ უფრო აქტიური მონაწილეობა სახელმწიფოს მართვის პროცესში, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, და უფრო მეტად ჩაერთოთ თქვენი ქვეყნის აღმშენებლობაში“,- მიმართა დამსწრეებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს სრული მხარდაჭერა დაუდასტურა და განაცხადა, რომ ირაკლი ხახუბია ღირსეულად შეძლებს ოლქის პარლამენტში წარმოდგენას.

„ ის არის ღირსეული კაცი, საქმიანი ადამიანი, პროგრესული და თავისი მხარისთვის თავდადებული მოხელე და პოლიტიკოსი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ღირსეულად შეძლებს თქვენი საამაყო საზოგადოება წარმოადგინოს საქართველოს პარლამენტში. სხვა უფლება არც ჩვენ და არც მას არ აქვს, განსაკუთრებით, ამ კუთხეში, რომელმაც ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ისტორიას თავდადებული გმირები აჩუქა. სწორედ მათ მოგვცეს მაგალითი, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო და როგორ უნდა ვემსახუროთ ქვეყანას და ხალხს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა