logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: ჟიული შარტავას, გენო ადამიას და გურამ გაბისკირიას სამშობლოში ოკუპაციას ვერასოდეს დავივიწყებთ
გიორგი გახარია: ჟიული შარტავას, გენო ადამიას და გურამ გაბისკირიას სამშობლოში ოკუპაციას ვერასოდეს დავივიწყებთ
22:34 18.10.2020
„სენაკი ყოველთვის იყო საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი სამეგრელოში, ამიტომ, ისეთი პროექტები, როგორიც არის თეატრი, რომელიც აღდგენილია, თუმცა ჯერ არ გახსნილა, უნდა გაგრძელდეს. აქ იქნება ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროფესიული საგანმანათლებლო ცენტრი და ჩვენ ამ პროექტსაც დაავიწყებთ. აქ ასევე უნდა იყოს სპორტული კომპლექსი, რომელსაც ავაშენებთ. ამ ყველაფერს დავიწყებთ 2021 წელს და ეს ყველაფერი ჩვენ უნდა დავიწყოთ და დავასრულოთ ერთად,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფოთში, ხობსა და სენაკში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას წარდგენისას, სენაკში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საჭიროა, რომ ყველამ ერთად იშრომოს ყოველდღიურად, რათა სენაკში ცხოვრება იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც შეიძლება იყოს თბილისში, დიდ ქალაქებში, ევროპაში. მისივე თქმით, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირველ რიგში, სისტემური ინფრასტრუქტურის წესრიგში მოყვანით.

„მე აქ ბავშვობა მაქვს გატარებული და ჩემთვის უაღრესად დიდი პატივია და პასუხისმგებლობა თქვენთან ჩვენი კუთხის, სამეგრელოს, სენაკის, საქართველოს მომავალზე საუბარი. განსაკუთრებით აქ, ნოქალაქევში, არქეოპოლისში, ციხეგოჯში, რომელიც ჩვენი წარსულის ყველაზე დიდი მაგალითია. ანტიკური პერიოდიდან აქ ვითარდებოდა ცივილიზაცია. განსაკუთრებით აქ, სადაც ჩვენი ქვეყნის ერთიანობას აბსოლუტურად სულ სხვა ფასი აქვს. სენაკში, რომელმაც სამშობლოს აჩუქა სამი ეროვნული გმირი და ეს ის ხალხია, რომელთა წინაშეც ჩვენ ქედიც უნდა მოვიხაროთ და მათი ცხოვრების პრინციპები და ფასეულობები ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. ეს არის ის, რაც მოგვცემს შესაძლებლობას განვაგრძოთ ცხოვრება წარმატებულად და გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი, როგორც ჩვენ ჩვენს თავს ვთვლით, მაგრამ ამის გასაკეთებლად ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ. ვიშრომოთ იმისთვის, რომ სენაკში ცხოვრება იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც შეიძლება იყოს თბილისში, დიდ ქალაქებში, ევროპაში, ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში, სისტემური ინფრასტრუქტურის წესრიგში მოყვანით. ყველა ვხედავთ, რომ ასე თუ ისე გზები მოგვყავს წესრიგში, თუმცა კიდევ ბევრი რამ არის დასასრულებელი. ყველას კარგად გვესმის, რომ წყალმომარაგება სულ უფრო და უფრო ხდება მნიშვნელოვანი პრობლემა, ისევე როგორც, საირიგაციო სისტემები, ისევე როგორც სკოლების, საავადმყოფოების მშენებლობა და რეკონსტრუქცია. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად და ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყოველდღიურად. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მთავრობას, მომავალი 4 წლის განმავლობაში აქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც განსაზღვრავს თითოეულ მუნიციპალიტეტში რა და რა პერიოდში უნდა გაკეთდეს,“- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, შემდგომი 4 წლის განმავლობაში, სისტემურ ინფრასტრუქტურაში მთავრობა დახარჯავს 20 მილიარდ ლარს, ვინაიდან, ნათელია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის მუნიციპალიტეტების, სოფლების დონეზე კომფორტული პირობების შექმნა, ყოველდღიური ცხოვრებისთვის.

„ბოლო წლების განმავლობაში სენაკის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებში დახარჯულია დაახლოებით 70 მილიონი ლარი. შემდგომი 4 წლის განმავლობაში, სისტემურ ინფრასტრუქტურაში მთავრობა დახარჯავს 20 მილიარდ ლარს. ეს იქნება მინიმუმ ოთხჯერ, ან ხუთჯერ უფრო მეტი, ეს დამოკიდებულია მუნიციპალიტეტზე, ვიდრე ეს იყო გაკეთებული ბოლო 8 წლის განმავლობაში. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის მუნიციპალიტეტების, სოფლების დონეზე კომფორტული პირობების შექმნა ყოველდღიური ცხოვრებისთვის. სისტემური ინფრასტრუქტურის წესრიგში მოყვანის გარდა, რაც გულისხმობს გაზს, წყალს, საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საავადმყოფოებს, ჩვენ უნდა შევქმნათ თანაბარი პირობები ქვეყნის მასშტაბით იმისთვის, რომ შრომისმოყვარე ადამიანებმა შეძლონ, ღირსეულად იშრომონ და ღირსეულად არჩინონ ოჯახები. ამისთვის ვაკეთებთ იმ პროგრამებს, რომლითაც ვეხმარებით თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ბედავს და პირველ ნაბიჯებს დგამს ბიზნესში, ყველა იმ გლეხს, რომელსაც ჰყოფნის გამბედაობა, გახდეს ძლიერი ფერმერი და აფართოებს თავის მეურნეობას და ჩვენ ამას გავაგრძელებთ. სენაკში ბევრი პროგრამაა დაწყებული. ბევრი პრობლემა იყო თხილთან დაკავშირებით, თუმცა სიტუაცია უკვე ასე თუ ისე უმჯობესდება. სენაკს სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა სენაკი ყოველთვის იყო საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი სამეგრელოში, ამიტომ, ისეთი პროექტები, როგორიც არის თეატრი, რომელიც აღდგენილია, თუმცა ჯერ არ გახსნილა, უნდა გაგრძელდეს. აქ იქნება ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროფესიული საგანმანათლებლო ცენტრი და ჩვენ ამ პროექტსაც დაავიწყებთ. აქ ასევე უნდა იყოს სპორტული კომპლექსი, რომელსაც ავაშენებთ. ამ ყველაფერს ჩვენ დავიწყებთ 2021 წელს და ეს ყველაფერი ჩვენ უნდა დავიწყოთ და დავასრულოთ ერთად,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ოკუპაციაზე ისაუბრა და მას ქვეყნის მთავარი გამოწვევა უწოდა. მისივე თქმით საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა მივაღწიოთ ქვეყნის გამთლიანებას და შეუძლებელია საქართველოს სწრაფი განვითარება, ქვეყნის მთლიანობის აღდგენის გარეშე.

„ის, რასაც ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდ გამოწვევას ვეძახით, ეს არის, რა თქმა უნდა, ოკუპაცია. ჩვენი მთავარი მიზანი, განსაკუთრებით აქ, სამეგრელოში და სამეგრელოს წარმატება არ არის მხოლოდ მეგრელების, არამედ საქართველოს, მათ შორის, აფხაზეთის წარმატებაც არის, ჟიული შარტავას სამშობლოში, გენო ადამიას სამშობლოში და გურამ გაბისკირიას სამშობლოში, რა თქმა უნდა, ჩვენ ოკუპაციას ვერასოდეს ვერ დავივიწყებთ. ყოველთვის რასაც ვაკეთებთ, ვშრომობთ, ახალ პროექტს ვიწყებთ, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა მივაღწიოთ ქვეყნის გამთლიანებას. შეუძლებელია საქართველოს სწრაფი განვითარება, ქვეყნის მთლიანობის აღდგენის გარეშე. ეს ოკუპაცია ყოველთვის იქნება ჩვენი წინსვლის, ჩვენი განვითარების ყველაზე დიდი შემზღუდველი ფაქტორი. ამიტომ, ჩვენ ერთად, შრომით და მშვიდობიანად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ აღვადგინოთ ერთიანობა ქვეყანაში. ამისთვის გვჭირდება, რა თქმა უნდა, ქვეყანაში სიმშვიდე და ამ სიმშვიდისთვის გვჭირდება ჩვენ 31 ოქტომბერს გამარჯვება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ გამარჯვებას მივაღწევთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი ხახუბია იქნება ღირსეული ხმა თითოეული სენაკელის ჩვენი ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში და რა თქმა უნდა, ჩვენ, ყველა ერთად, ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ამ გამარჯვებას მივაღწიოთ პირველივე ტურში. გამარჯვებას გისურვებთ სენაკელებო!,“- განაცხადა პრემიერმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა