logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე: ჯერ კიდევ არსებობენ მავნებელი ძალები, რომლებსაც ქვეყანაში სიტუაციის არევა, დესტაბილიზაცია სურთ
კახა კალაძე: ჯერ კიდევ არსებობენ მავნებელი ძალები, რომლებსაც ქვეყანაში სიტუაციის არევა, დესტაბილიზაცია სურთ
22:29 18.10.2020
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, სენაკში, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას წარდგენაზე მოსახლეობას სიტყვით მიმართა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"2012 წლის შემდეგ, ჩვენი ქვეყანა მშვიდობიანი, სტაბილური და დემოკრატიული განვითარების გზას დაადგა, განხორციელდა სასიცოცლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები. თუმცა, დღესაც ბევრია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არსებული გამოწვევები, რომელსაც ღირსეული პასუხი სჭირდება.

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობენ მავნებელი ძალები, რომლებსაც ქვეყანაში სიტუაციის არევა, დესტაბილიზაცია სურთ. ამ კონკრეტულ ძალებს სურთ, რომ ქართული სახელმწიფო, ქართველი ხალხი ნებისმიერი გზით დაზიანდეს და დაზარალდეს, რათა არეულობისთვის შესაბამისი ფონი შექმნან.

მათი ტელევიზიებიდან გამუდმებით ვისმენთ სიცრუეს, ცილისწამებას და საზოგადოებაში დაძაბულობის შეტანის მცდელობებს. თუმცა, ქართველი ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს და ზუსტად ამჩნევს, თუ ვის მხარეს არის სიმართლე.

სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ზრუნავს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვასა და მოქალაქეებზე.

"ქართული ოცნების“ მთავარი ღირებულებაა ადამიანი, მისი სიცოცხლე და უფლებები, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში ფეხქვეშ იყო გათელილი. დღეს, ქვეყანაში მშვიდობიანი, თავისუფალი გარემოა და მოქალაქეებს სახელმწიფოს ნდობა აქვთ, სახელმწიფო კი თავის მხრივ საკუთარ მოქალაქეს გვერდით უდგას.

ჩვენი ქვეყნის წინაშე საგარეო გამოწვევებიც მრავლად არის. ოკუპაცია, გლობალური პანდემია და ეკონომიკური კრიზისი ის საკითხებია, რაც დღეს ყველაზე მტკივნეული და მნიშვნელოვანია. თუმცა, „ქართული ოცნების“ ერთიანი და ეფექტური გუნდი მზად არის, თქვენთან ერთად ყველა გამოწვევას გაუმკლავდეს, გაუმკლავდეს ისეთივე წარმატებით, როგორც ეს კორონავირუსის პირველი ტალღის მართვის შემთხვევაში მოვახერხეთ.

დარწმუნებული ვარ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება, კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ და საქართველოს წარმატებაზე ზრუნვას, საქართველოს განვითარებაზე ზრუნვას ერთიანი ძალისხმევით განვაგრძობთ.

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!" - განაცხადა კალაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა